https://sputnik-georgia.com/20260419/turqeti-ukrainis-temaze-molaparakebebis-ganaxlebaze-mushaobs-298199655.html
თურქეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების განახლებაზე მუშაობს
თურქეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების განახლებაზე მუშაობს
Sputnik საქართველო
თურქეთი საკითხის კვლავაც დიპლომატიური მოგვარების მომხრეა და მზადაა, მხარეებს მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი პლატფორმა დაუთმოს. 19.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-19T19:31+0400
2026-04-19T19:31+0400
2026-04-19T19:31+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
თურქეთი
უკრაინა
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23671/80/236718042_286:766:2563:2047_1920x0_80_0_0_028b4b4203bb2aae7c8bf9e97bf3eaca.jpg
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. თურქეთი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების უახლოეს პერსპექტივაში განახლებაზე აქტიურად მუშაობს, იუწყება РИА Новости თურქეთის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით.„ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს დაინტერესებულ მხარეებთან და ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სამშვიდობო პროცესი ძალიან მოკლე ვადებში განახლდება“, — განუცხადა სააგენტოს წყარომ.მისი თქმით, თურქეთი საკითხის კვლავაც დიპლომატიური მოგვარების მომხრეა და მზადაა, მხარეებს მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი პლატფორმა დაუთმოს.ორი ქვეყნის ლიდერის შესაძლო შეხვედრაზე საუბრისას, წყარომ აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობა მხოლოდ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების განახლებისა და „გარკვეული პროგრესის მიღწევის“ შემდეგ გაჩნდება.მისი თქმით, სწორედ სამუშაო ჯგუფების საქმიანობამ უნდა მოამზადოს საფუძველი პოტენციური სამიტისთვის.„წინასწარი შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების დონეზე საკვანძო საკითხების დამუშავების გარეშე, ლიდერების შედეგიანი შეხვედრის ორგანიზება შეუძლებლად მიგვაჩნია“, — დასძინა მან.მოლაპარაკებები თურქეთშიგასული წლის მაისში, ივნისსა და ივლისში რუსეთმა და უკრაინამ სტამბულში მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს. შეხვედრების შედეგად განხორციელდა ტყვეთა გაცვლა და მიღწეულ იქნა შეთანხმება დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრების გადაცემის შესახებ. გარდა ამისა, მხარეებმა კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მემორანდუმების პროექტები გაცვალეს.მოგვიანებით, 2025 წლის ნოემბერში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტამბულის ფორმატში მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, რის მიზეზადაც „ხილული პროგრესის“ არარსებობა დასახელდა. რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნულ მიზეზს „მოგონილი“ უწოდეს.მოლაპარაკებების პირველი ორი რაუნდი აბუ-დაბიში 23-24 იანვარს და 4-5 თებერვალს გაიმართა. მესამე შეხვედრა ჟენევაში 17-18 თებერვალს გაიმართა. ყველა შეხვედრა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციის შემდეგ მოლაპარაკებები აღარ გამართულა. კრემლმა აღნიშნა, რომ მოსკოვიც და კიევიც ვაშინგტონთან დიალოგს საკუთარი არხებით აგრძელებენ.
თურქეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23671/80/236718042_86:0:2815:2047_1920x0_80_0_0_4ca5f22e17076040fe90b594f5540681.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, თურქეთი , უკრაინა , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, თურქეთი , უკრაინა , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების განახლებაზე მუშაობს
თურქეთი საკითხის კვლავაც დიპლომატიური მოგვარების მომხრეა და მზადაა, მხარეებს მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი პლატფორმა დაუთმოს.
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. თურქეთი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების უახლოეს პერსპექტივაში განახლებაზე აქტიურად მუშაობს, იუწყება
РИА Новости თურქეთის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით.
„ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს დაინტერესებულ მხარეებთან და ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სამშვიდობო პროცესი ძალიან მოკლე ვადებში განახლდება“, — განუცხადა სააგენტოს წყარომ.
მისი თქმით, თურქეთი საკითხის კვლავაც დიპლომატიური მოგვარების მომხრეა და მზადაა, მხარეებს მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი პლატფორმა დაუთმოს.
„ანკარა ინარჩუნებს კონტაქტს ყველა მხარესთან და მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს დიალოგისთვის საჭირო პირობების შექმნასა და სამშვიდობო პროცესის წინსვლაში“, — დასძინა წყარომ.
ორი ქვეყნის ლიდერის შესაძლო შეხვედრაზე საუბრისას, წყარომ აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობა მხოლოდ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების განახლებისა და „გარკვეული პროგრესის მიღწევის“ შემდეგ გაჩნდება.
მისი თქმით, სწორედ სამუშაო ჯგუფების საქმიანობამ უნდა მოამზადოს საფუძველი პოტენციური სამიტისთვის.
„წინასწარი შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების დონეზე საკვანძო საკითხების დამუშავების გარეშე, ლიდერების შედეგიანი შეხვედრის ორგანიზება შეუძლებლად მიგვაჩნია“, — დასძინა მან.
გასული წლის მაისში, ივნისსა და ივლისში რუსეთმა და უკრაინამ სტამბულში მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს. შეხვედრების შედეგად განხორციელდა ტყვეთა გაცვლა და მიღწეულ იქნა შეთანხმება დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრების გადაცემის შესახებ. გარდა ამისა, მხარეებმა კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მემორანდუმების პროექტები გაცვალეს.
მოგვიანებით, 2025 წლის ნოემბერში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტამბულის ფორმატში მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, რის მიზეზადაც „ხილული პროგრესის“ არარსებობა დასახელდა. რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნულ მიზეზს „მოგონილი“ უწოდეს.
მოლაპარაკებების პირველი ორი რაუნდი აბუ-დაბიში 23-24 იანვარს და 4-5 თებერვალს გაიმართა. მესამე შეხვედრა ჟენევაში 17-18 თებერვალს გაიმართა. ყველა შეხვედრა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.
ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციის შემდეგ მოლაპარაკებები აღარ გამართულა. კრემლმა აღნიშნა, რომ მოსკოვიც და კიევიც ვაშინგტონთან დიალოგს საკუთარი არხებით აგრძელებენ.