საქართველოს სურს თურქეთთან თანამშრომლობის გაღრმავება ყველა სფეროში - პრემიერ-მინისტრი

© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი თურქეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი თურქეთში - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2026
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა თურქეთში ვიზიტი პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან შეხვედრით დაასრულა.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველო აფასებს თურქეთთან პარტნიორობას და სურს მასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა თურქეთში ვიზიტი პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან შეხვედრით დაასრულა.
„საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია“, - აღნიშნავს პრემიერი.
ირაკლი კობახიძემ თურქეთში, ანტალიის მეხუთე დიპლომატიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს როლსა და მის მომავალზე ისაუბრა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და ერთობლივი რეგიონული პროექტების როლზე.
მათ შორის აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენისა და სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობა როგორც რეგიონისა და ევროპის დაკავშირების, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.
მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის პოტენციალზე და მისი განვითარების მიმართულებით შემდგომ თანამშრომლობაზე.
ფორუმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა.
ყველა ახალი ამბავი
0