https://sputnik-georgia.com/20260418/ramdeni-ucxoeli-gaazeves-saqartvelodan-298194537.html
რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან
რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან
Sputnik საქართველო
ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით ეკრძალებათ. შეზღუდვა არ ვრცელდება უცხოელებზე, რომლებმაც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვეს. 18.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-18T23:54+0400
2026-04-18T23:54+0400
2026-04-18T23:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458098_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_84cb0d54c3542c5ae7966c041eb4d884.jpg
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის პირველ კვარტალში უცხო ქვეყნის 904 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გადაწყვეტილებას გაძევების შესახებ იღებს როგორც მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო. გაძევების მიზეზია ქვეყანაში ყოფნის ვადების დარღვევა.უწყების ინფორმაციით, 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში გაძევებულთა მეოთხედი თურქეთის მოქალაქეები არიან. სულ ამ პერიოდში ამ ქვეყნის 230 მოქალაქე გააძევეს.მეორე ადგილზე ინდოეთის მოქალაქეები არიან. აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ამ ქვეყნის 108 მოქალაქე გააძევეს.გაძევებულთა შორის მესამე ადგილზე ჩინეთის მოქალაქეები არიან. 2026 წლის პირველ კვარტალში ამ ქვეყნის 71 მოქალაქე გააძევეს. ტოპ-ხუთეულში ასევე შევიდნენ რუსეთი (66 მოქალაქე) და ირანი (36 ადამიანი).გარდა ამისა, გაძევებულია კიდევ 43 ქვეყნის მოქალაქე - სერბეთის, ჩეხეთის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის და მოლდოვის.ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით ეკრძალებათ. შეზღუდვა არ ვრცელდება უცხოელებზე, რომლებმაც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვეს.როგორც ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ განაცხადა, 2026 წელს ქვეყნიდან 4 ათასამდე არალეგალის გაძევება იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458098_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_9acc758ccf85d7c399012a41376998b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან
ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით ეკრძალებათ. შეზღუდვა არ ვრცელდება უცხოელებზე, რომლებმაც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვეს.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის პირველ კვარტალში უცხო ქვეყნის 904 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადაწყვეტილებას გაძევების შესახებ იღებს როგორც მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო. გაძევების მიზეზია ქვეყანაში ყოფნის ვადების დარღვევა.
უწყების ინფორმაციით, 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში გაძევებულთა მეოთხედი თურქეთის მოქალაქეები არიან. სულ ამ პერიოდში ამ ქვეყნის 230 მოქალაქე გააძევეს.
მეორე ადგილზე ინდოეთის მოქალაქეები არიან. აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ამ ქვეყნის 108 მოქალაქე გააძევეს.
გაძევებულთა შორის მესამე ადგილზე ჩინეთის მოქალაქეები არიან. 2026 წლის პირველ კვარტალში ამ ქვეყნის 71 მოქალაქე გააძევეს. ტოპ-ხუთეულში ასევე შევიდნენ რუსეთი (66 მოქალაქე) და ირანი (36 ადამიანი).
გარდა ამისა, გაძევებულია კიდევ 43 ქვეყნის მოქალაქე - სერბეთის, ჩეხეთის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის და მოლდოვის.
ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით ეკრძალებათ. შეზღუდვა არ ვრცელდება უცხოელებზე, რომლებმაც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვეს.
როგორც ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ განაცხადა, 2026 წელს ქვეყნიდან 4 ათასამდე არალეგალის გაძევება იგეგმება.