გეკა გელაძე სამარყანდში საერთაშორისო ფორუმში იღებს მონაწილეობას

© Ministry of Internal Affairs of Georgiaგეკა გელაძე უზბეკეთში
გეკა გელაძე უზბეკეთში - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2026
გამოწერა
აღნიშნულ ფორუმზე განხილული იქნება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ახალი ტენდენციები.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი - აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს.
ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს უზბეკ კოლეგასთან და ხელს მოაწერს ქვეყნებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.
გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ სამარყანდში საერთაშორისო ფორუმში, სახელწოდებით - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ტრანსნაციონალური ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.
ფორუმის ორგანიზატორები არიან გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
აღნიშნულ ფორუმზე განხილული იქნება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ახალი ტენდენციები.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ეუთოს (OSCE), გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), ინტერპოლის, ევროპოლის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა (WCO) და ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის (UN INCB) ხელმძღვანელი პირები.
ყველა ახალი ამბავი
0