https://sputnik-georgia.com/20260418/gakowes-semdeg-fuli-da-oqro-waartves-tbilissi-yacarobaze-ori-piri-daakaves-298190871.html
გაკოჭეს, შემდეგ ფული და ოქრო წაართვეს - თბილისში ყაჩაღობაზე ორი პირი დააკავეს
გაკოჭეს, შემდეგ ფული და ოქრო წაართვეს - თბილისში ყაჩაღობაზე ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, მესამე პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ამის შესახებ ინფორმაციას... 18.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-18T16:09+0400
2026-04-18T16:09+0400
2026-04-18T16:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისი დღეს
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24282/72/242827216_0:45:2000:1170_1920x0_80_0_0_32807d5f4a21b1e66d76cb1cada08d1d.jpg
თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, მესამე პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს.25 და 26 წლის დაკავებულიდან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, ყაჩაღობის გეგმა შეიმუშავეს. მიმდინარე წლის 14 აპრილს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოტყუებით მიიყვანეს ორი პირი, გაკოჭეს და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ყაჩაღურად დაეუფლნენ მათ კუთვნილ თანხას 181.000 აშშ დოლარის ოდენობით, მაჯის საათსა და ყელსაბამს. დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სამივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავეების ვინაობა დაადგინეს და მათ მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები გაატარეს. პოლიციამ მ.მ. და კ.პ. ბრალდებულის სახით დააკავა.ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღები და დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული სხვა ნივთები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24282/72/242827216_199:0:1979:1335_1920x0_80_0_0_d6017069e67e7e75d014dc69912e1568.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს, კრიმინალი საქართველოში
თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, მესამე პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს.
25 და 26 წლის დაკავებულიდან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, ყაჩაღობის გეგმა შეიმუშავეს. მიმდინარე წლის 14 აპრილს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოტყუებით მიიყვანეს ორი პირი, გაკოჭეს და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ყაჩაღურად დაეუფლნენ მათ კუთვნილ თანხას 181.000 აშშ დოლარის ოდენობით, მაჯის საათსა და ყელსაბამს. დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სამივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავეების ვინაობა დაადგინეს და მათ მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები გაატარეს. პოლიციამ მ.მ. და კ.პ. ბრალდებულის სახით დააკავა.
ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღები და დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული სხვა ნივთები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.