ყაზბეგის საბაჟოზე დიდი ოდენობით ოქროს და ფულის უკანონოდ შემოტანა სცადეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს ნაწარმი
ოქროს ნაწარმი - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2026
გამოწერა
სამ შემთხვევაში საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე დაჯარიმდა.
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი", დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის მცდელობის ხუთი ფაქტი აღიკვეთა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 579,39 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 145.608 ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, აღსანიშნავია ერთ-ერთი სამართალდამრღვევი მოქალაქის მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტი, როდესაც თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 76.509 ლარი შეადგინა.
სამი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 14.813 ლარით დაჯარიმდა.
ყველა ახალი ამბავი
0