https://sputnik-georgia.com/20260417/mosazreba-rusetis-seteva-cvlis-msvidobis-politikas-298163129.html
მოსაზრება: რუსეთის შეტევა ცვლის მშვიდობის პირობებს
მოსაზრება: რუსეთის შეტევა ცვლის მშვიდობის პირობებს
Sputnik საქართველო
რუსეთის არმია შეუქცევადად მიიწევს წინ ფრონტის ყველა მონაკვეთზე. ფლანგებიდან ალყაში აქცევს სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციას და „ცეცხლითა და მახვილით“... 17.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-17T09:38+0400
2026-04-17T09:38+0400
2026-04-17T09:38+0400
მსოფლიო დღეს
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/03/296946845_0:88:3330:1961_1920x0_80_0_0_134e08dfe8fbff6a2dd373d3290ae02e.jpg
ამასთან, დასავლეთისა და კიევის მარიონეტებისთვის მშვიდობის პირობები რადიკალურად შეიცვლება, მიაჩნია „სპუტნიკის“ სამხედრო მიმომხილველს ალექსანდრ ხროლენკოს.რუსეთის ჯარები ავიწროებენ მოწინააღმდეგეს კრასნი ლიმანში, კრამატორსკისა და სლავიანსკის მისადგომებთან, დამაჯერებლად მიიწევენ ხარკოვისა და სუმის ოლქებში. უტევენ სამხედრო-ადმინისტრაციულ შენობებს ჩერნიგოვში და ობიექტებს ნოვგოროდ-სევერსკში. ანადგურებენ ნატოს შეიარაღების დიდ პარტიებს ოდესის პორტებში — ჩერნომორსკსა და იზმაილში, რუმინეთის საზღვართან.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სამხრეთის“ დაჯგუფება მეთოდურად მიიწევს კონსტანტინოვკაში და ეფექტურად ანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს, ცოცხალ ძალასა და ტექნიკას სლავიანსკის, ნოვოსელოვკის, ილინოვკისა და ნიკოლაევკის მიმდებარედ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში.გასული დღის განმავლობაში „დასავლეთის“ დაჯგუფებამ დაარტყა უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებებს კრასნი ლიმანისა და სვიატოგორსკის მახლობლად დონბასში, ასევე შიიკოვკის, ჩერვონი ოსკოლისა და კუტკოვკის რაიონებში ხარკოვის ოლქში.„ჩრდილოეთის“ დაჯგუფების ჯარები ხარკოვის მიმართულებით ფართო ფრონტზე ანადგურებენ მოწინააღმდეგეს — კოლოდეზნოეს, რიასნოეს, სტარიცასა და ზიბინოს სოფლების სიახლოვეს. დღეს გაათავისუფლეს ვოლჩანსკის ხუტორები და მიაღწიეს მეზობელ სოფელ პოკალიანოს.„ცენტრისა“ და „აღმოსავლეთის“ დაჯგუფებები მიზანმიმართულად ანადგურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.რუსეთის ჯარებმა საგრძნობლად წაიწიეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქის შეერთების ხაზზე — ეს ალექსანდროგრადის მონაკვეთია. ნატოს მანიური სამხედრო დახმარება ბანდერელებისთვის კანონზომიერად ზრდის რუსეთის ახალი რეგიონების რაოდენობას. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გუშინ აღნიშნა: რუსეთის შეიარაღებული ძალების ფრონტზე წინსვლის კვალობაზე მოლაპარაკებების პირობები მოწინააღმდეგისთვის გაუარესდება. ვფიქრობ, კიევის ევროკავშირისა და ნატოს მარიონეტებისთვის უკეთესი პირობები საერთოდ არ უნდა არსებობდეს.ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ ითხოვს ფულსა და იარაღს ევროპაში ვიზიტების დროს. რიგითი ბანდერელები კვლავ ოცნებობენ რუსეთის სამხრეთ რეგიონების „გაყოფაზე“. ევროკავშირის არადეკვატური პოლიტიკოსები ისევ იკვებებიან ილუზიებით „ევროპული ნატოს“ შექმნაზე — აშშ-ის გარეშე. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გუშინ განაცხადა: „რუსეთმა რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს ეს ომი, მას გამარჯვების შანსი არ აქვს“. დაუჯერებენ ამას გერმანელი გადამხდელები?არათუ „რკინის“, არამედ სულაც არა მტკიცე კანცლერმა მერცმა და უკრაინის არალეგიტიმურმა ხელმძღვანელმა ზელენსკიმ 14 აპრილს მოაწერეს ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და რიგ სფეროებში თანამშრომლობის ხელშეკრულებებს, მათ შორის „საბრძოლო მონაცემების გაცვლას ახალი შეიარაღების სისტემების შესაქმნელად“. დოკუმენტურად გაფორმდა ბანდერელებისთვის სამხედრო დახმარება 4 მილიარდი ევროს ოდენობით. გერმანია თვითმკვლელის დაჟინებით ცდილობს ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში.ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა Jonas Gahr Støre-იონას გარ შტორემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე 14 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა ნორვეგიაში უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, ხოლო ნორვეგია აპირებს „გამოიტანოს გაკვეთილები ამ რთულად მოგებული ბრძოლიდან“. ხოლო თუ ხვალ „ორეშნიკი“ ჩამოვა?შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს კანონიერ სამიზნეებად მიიჩნევს, ხოლო უკრაინული პროქსი-არმიის საბრძოლო მოქმედებები დიდი ხანია, ეროვნული საზღვრების ჩარჩოებს გასცდა.კიევის მარიონეტებს ეს მანიპულაციები დრონებითა და რაკეტებით ვერ დაეხმარება, ხოლო ევროპის ყველაზე აქტიური „დონორები“, შესაძლოა, ძალიან დაზარალდნენ. ასე მაგალითად, თეირანმა უკვე მოითხოვა სერიოზული კომპენსაციები (რეპარაციები) ხუთი არაბული სახელმწიფოსგან (ბაჰრეინი, იორდანია, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი) აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში პროქსი-თანამონაწილეობისთვის.მანამდე ირანის ისალამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სარაკეტო დარტყმებით „მოათვინიერა“ არაგონიერი მეზობლები და მათთვის ორმუზის სრუტე დახურა. აღსანიშნავია, რომ თეირანი დიდხანს იტანდა მტრულ დამოკიდებულებას (მათ შორის, სარაკეტო-ბომბურ დარტყმებს) ამერიკელების, ისრაელისა და არაბული ქვეყნების მხრიდან, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.ნუთუ ევროკავშირში ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი დაივიწყებს და აპატიებს ე.წ. „მსურველთა კოალიციას“ უკრაინის მრავალწლიან ომში მონაწილეობას? ილუზიების დრო იწურება, მკაცრ რეალობაში დაბრუნება გარდაუვალია.პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეტი უკრაინის საკითხზე „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრებს უგულებელყოფს არა იმიტომ, რომ აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ომი წააგო, არამედ იმიტომ, რომ ამერიკელები უფრო სწრაფად ითვლიან და აცნობიერებენ რუსეთთან ესკალაციის მძიმე შედეგებს.გონიერება იშვიათად თუ ეწვევა ყოფილ გენერალურ მდივნებს, პრეზიდენტებსა და პრემიერებს. ასე მაგალითად, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მარადიული არ არის და ალიანსის გადარჩენა მომდევნო 10 წელშიც კი გარანტირებული არ არის. მოქმედი ლიდერები კი არ ფიქრობენ იმაზე, რას გააკეთებს ნორვეგია ერთ-ორ წელიწადში ათასობით „უკრაინული დრონით“ — ნატოსა და უკრაინის გარეშე — რუსეთის პირისპირ.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/03/296946845_300:0:3031:2048_1920x0_80_0_0_b6fa09fe1cbe1bb2e941b573e55fddbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
მოსაზრება: რუსეთის შეტევა ცვლის მშვიდობის პირობებს
რუსეთის არმია შეუქცევადად მიიწევს წინ ფრონტის ყველა მონაკვეთზე. ფლანგებიდან ალყაში აქცევს სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციას და „ცეცხლითა და მახვილით“ აახლოებს დონბასის სრულ გათავისუფლებას უკრაინული ოკუპაციისგან.
ამასთან, დასავლეთისა და კიევის მარიონეტებისთვის მშვიდობის პირობები რადიკალურად შეიცვლება, მიაჩნია „სპუტნიკის“ სამხედრო მიმომხილველს ალექსანდრ ხროლენკოს.
რუსეთის ჯარები ავიწროებენ მოწინააღმდეგეს კრასნი ლიმანში, კრამატორსკისა და სლავიანსკის მისადგომებთან, დამაჯერებლად მიიწევენ ხარკოვისა და სუმის ოლქებში. უტევენ სამხედრო-ადმინისტრაციულ შენობებს ჩერნიგოვში და ობიექტებს ნოვგოროდ-სევერსკში. ანადგურებენ ნატოს შეიარაღების დიდ პარტიებს ოდესის პორტებში — ჩერნომორსკსა და იზმაილში, რუმინეთის საზღვართან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სამხრეთის“ დაჯგუფება მეთოდურად მიიწევს კონსტანტინოვკაში და ეფექტურად ანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს, ცოცხალ ძალასა და ტექნიკას სლავიანსკის, ნოვოსელოვკის, ილინოვკისა და ნიკოლაევკის მიმდებარედ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში.
გასული დღის განმავლობაში „დასავლეთის“ დაჯგუფებამ დაარტყა უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებებს კრასნი ლიმანისა და სვიატოგორსკის მახლობლად დონბასში, ასევე შიიკოვკის, ჩერვონი ოსკოლისა და კუტკოვკის რაიონებში ხარკოვის ოლქში.
„ჩრდილოეთის“ დაჯგუფების ჯარები ხარკოვის მიმართულებით ფართო ფრონტზე ანადგურებენ მოწინააღმდეგეს — კოლოდეზნოეს, რიასნოეს, სტარიცასა და ზიბინოს სოფლების სიახლოვეს. დღეს გაათავისუფლეს ვოლჩანსკის ხუტორები და მიაღწიეს მეზობელ სოფელ პოკალიანოს.
„ცენტრისა“ და „აღმოსავლეთის“ დაჯგუფებები მიზანმიმართულად ანადგურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
რუსეთის ჯარებმა საგრძნობლად წაიწიეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქის შეერთების ხაზზე — ეს ალექსანდროგრადის მონაკვეთია. ნატოს მანიური სამხედრო დახმარება ბანდერელებისთვის კანონზომიერად ზრდის რუსეთის ახალი რეგიონების რაოდენობას. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გუშინ აღნიშნა: რუსეთის შეიარაღებული ძალების ფრონტზე წინსვლის კვალობაზე მოლაპარაკებების პირობები მოწინააღმდეგისთვის გაუარესდება. ვფიქრობ, კიევის ევროკავშირისა და ნატოს მარიონეტებისთვის უკეთესი პირობები საერთოდ არ უნდა არსებობდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ ითხოვს ფულსა და იარაღს ევროპაში ვიზიტების დროს. რიგითი ბანდერელები კვლავ ოცნებობენ რუსეთის სამხრეთ რეგიონების „გაყოფაზე“. ევროკავშირის არადეკვატური პოლიტიკოსები ისევ იკვებებიან ილუზიებით „ევროპული ნატოს“ შექმნაზე — აშშ-ის გარეშე. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გუშინ განაცხადა: „რუსეთმა რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს ეს ომი, მას გამარჯვების შანსი არ აქვს“. დაუჯერებენ ამას გერმანელი გადამხდელები?
არათუ „რკინის“, არამედ სულაც არა მტკიცე კანცლერმა მერცმა და უკრაინის არალეგიტიმურმა ხელმძღვანელმა ზელენსკიმ 14 აპრილს მოაწერეს ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და რიგ სფეროებში თანამშრომლობის ხელშეკრულებებს, მათ შორის „საბრძოლო მონაცემების გაცვლას ახალი შეიარაღების სისტემების შესაქმნელად“. დოკუმენტურად გაფორმდა ბანდერელებისთვის სამხედრო დახმარება 4 მილიარდი ევროს ოდენობით. გერმანია თვითმკვლელის დაჟინებით ცდილობს ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა Jonas Gahr Støre-იონას გარ შტორემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე 14 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა ნორვეგიაში უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, ხოლო ნორვეგია აპირებს „გამოიტანოს გაკვეთილები ამ რთულად მოგებული ბრძოლიდან“. ხოლო თუ ხვალ „ორეშნიკი“ ჩამოვა?
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს კანონიერ სამიზნეებად მიიჩნევს, ხოლო უკრაინული პროქსი-არმიის საბრძოლო მოქმედებები დიდი ხანია, ეროვნული საზღვრების ჩარჩოებს გასცდა.
კიევის მარიონეტებს ეს მანიპულაციები დრონებითა და რაკეტებით ვერ დაეხმარება, ხოლო ევროპის ყველაზე აქტიური „დონორები“, შესაძლოა, ძალიან დაზარალდნენ. ასე მაგალითად, თეირანმა უკვე მოითხოვა სერიოზული კომპენსაციები (რეპარაციები) ხუთი არაბული სახელმწიფოსგან (ბაჰრეინი, იორდანია, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი) აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში პროქსი-თანამონაწილეობისთვის.
მანამდე ირანის ისალამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სარაკეტო დარტყმებით „მოათვინიერა“ არაგონიერი მეზობლები და მათთვის ორმუზის სრუტე დახურა. აღსანიშნავია, რომ თეირანი დიდხანს იტანდა მტრულ დამოკიდებულებას (მათ შორის, სარაკეტო-ბომბურ დარტყმებს) ამერიკელების, ისრაელისა და არაბული ქვეყნების მხრიდან, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.
ნუთუ ევროკავშირში ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი დაივიწყებს და აპატიებს ე.წ. „მსურველთა კოალიციას“ უკრაინის მრავალწლიან ომში მონაწილეობას? ილუზიების დრო იწურება, მკაცრ რეალობაში დაბრუნება გარდაუვალია.
პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეტი უკრაინის საკითხზე „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრებს უგულებელყოფს არა იმიტომ, რომ აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ომი წააგო, არამედ იმიტომ, რომ ამერიკელები უფრო სწრაფად ითვლიან და აცნობიერებენ რუსეთთან ესკალაციის მძიმე შედეგებს.
გონიერება იშვიათად თუ ეწვევა ყოფილ გენერალურ მდივნებს, პრეზიდენტებსა და პრემიერებს. ასე მაგალითად, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მარადიული არ არის და ალიანსის გადარჩენა მომდევნო 10 წელშიც კი გარანტირებული არ არის. მოქმედი ლიდერები კი არ ფიქრობენ იმაზე, რას გააკეთებს ნორვეგია ერთ-ორ წელიწადში ათასობით „უკრაინული დრონით“ — ნატოსა და უკრაინის გარეშე — რუსეთის პირისპირ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე