https://sputnik-georgia.com/20260416/gabutvis-politika-ar-musaobs-saqartvelosi-briuselis-midgomam-kritika-daimsaxura-298164993.html
გაბუტვის პოლიტიკა არ მუშაობს: საქართველოში ბრიუსელის მიდგომამ მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა
გაბუტვის პოლიტიკა არ მუშაობს: საქართველოში ბრიუსელის მიდგომამ მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა
Sputnik საქართველო
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონის, როგორც ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი რგოლის, მზარდი როლის გათვალისწინებით, თბილისის იზოლაცია ევროპის ინტერესებს... 16.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-16T21:16+0400
2026-04-16T21:16+0400
2026-04-16T21:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271109241_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_276bf36acb9e4a5165209862b47c5e38.jpg
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველოში სკეპტიკურად უყურებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოახლოებულ შეხვედრას, თუმცა მიაჩნიათ, რომ ბრიუსელთან დიალოგის აღდგენა აუცილებელია, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 21 აპრილს ლუქსემბურგში შეიკრიბება. დღის წესრიგშია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და სამხრეთ კავკასია, მათ შორის საქართველო. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში კაია კალასი უხელმძღვანელებს.მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსმა რიტორიკამ უკვე დაკარგა ძველი მნიშვნელობა.„ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყენებენ კონკრეტული პოლიტიკოსები მიკროფონს, როდესაც ისინი შედიან ხოლმე ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე“, - განაცხადა მინისტრმა.ამავდროულად, ბოჭორიშვილმა ევროკავშირთან დიალოგის განახლების და ურთიერთობების პრაქტიკულ ნაბიჯებზე გადასვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ საქართველოსთან ურთიერთქმედების ფორმატი გადახედვას საჭიროებს.„თავად საბჭოს ფარგლებში, რთულია, წინასწარ ვთქვათ რაზე იქნება მსჯელობა, რა პოზიციებს დააფიქსირებენ წევრი ქვეყნები. თუმცა, ერთი რამ ცხადია,„ნაკლებია სურვილი, რომ ისევ იმ რეჟიმში დარჩეს საქართველოსთან ურთიერთობები და სულ უფრო მეტი კოლეგისგან მესმის მოსაზრება, რომ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ დიალოგის ჩარჩოს და საქართველოსთან ურთიერთობებში ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას, უნდა მოიძებნოს გზა იმისათვის, რომ დაბრუნდეს დიალოგი“, - განაცხადა მინისტრმა.ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის მხრიდან აქ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.ამავდროულად, მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილება ოფიციალურმა ბრიუსელმა მიიღო და საქართველო ერთ წელზე მეტია იძულებულია ამ ფორმატში იმუშაოს.„ერთი მხრივ არის ბრიუსელის გადაწყვეტილება, მეორე მხრივ კი, არსებობს რეალობა, რომელშიც საქართველო ავითარებს ურთიერთობებს ორმხრივი მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ევროპული ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.მინისტრის თქმით, გლობალური პროცესების ფონზე სულ უფრო მკაფიოდ ჩანს თანამშრომლობს ურთიერთსაჭიროება.„დღეს, გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე, ხშირად იკვეთება როგორც ევროპის საჭიროებები, ისე საქართველოს შესაძლებლობები და ჩვენი რეგიონის ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების დინამიკა. ამ ყველაფრის ფონზე, საკმაოდ არასწორად ჩანს ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. გარდა იმისა, რომ უსამართლოა, არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - აღნიშნა მინისტრმა.მინისტრის თქმით, პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატში გრძელდება.„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შესაძლებლობები, რომლის ფარგლებშიც, ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს და ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო ნაკლები მომხრე ჰყავს იმ იდეას, რომელიც გულისხმობს საქართველოსთან დიალოგის შეწყვეტას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დროსთან ერთად ბრიუსელის მიდგომები შეიცვლება.მინისტრი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად პირობების შესრულების თემას. მისი თქმით, 9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილმა კი აქტუალურობა დაკარგა, ხოლო იმაზე საუბარი რომ 9 ნაბიჯი არის ის წინაპირობა, რამაც შეიძლება განმსაზღვრელი როლი ითამაშოს ამ ურთიერთობებში, არასწორი იქნებოდა.მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს რეფორმების გატარებას ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, რაც ქვეყნის განვითარებას და მოქალაქეების კეთილდღეობას ისახავს მიზნად.მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპული სტანდარტების დანერგვის კურსი უცვლელია და ქვეყნის განვითარების ძირითად ორიენტირს წარმოადგენს. მისივე თქმით, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი ნათლად აისახება სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებში, ასევე მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამის არდანახვა კი შეუძლებელია.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271109241_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_235abf08c2012dbc6dfcaff659ca2154.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
გაბუტვის პოლიტიკა არ მუშაობს: საქართველოში ბრიუსელის მიდგომამ მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურა
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონის, როგორც ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი რგოლის, მზარდი როლის გათვალისწინებით, თბილისის იზოლაცია ევროპის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველოში სკეპტიკურად უყურებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოახლოებულ შეხვედრას, თუმცა მიაჩნიათ, რომ ბრიუსელთან დიალოგის აღდგენა აუცილებელია, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 21 აპრილს ლუქსემბურგში შეიკრიბება. დღის წესრიგშია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და სამხრეთ კავკასია, მათ შორის საქართველო. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში კაია კალასი უხელმძღვანელებს.
„რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები, ძირითადად, გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად, ან წუხილის გამოსახატად, რომ საქართველო არასწორი გზით ვითარდება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსმა რიტორიკამ უკვე დაკარგა ძველი მნიშვნელობა.
„ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყენებენ კონკრეტული პოლიტიკოსები მიკროფონს, როდესაც ისინი შედიან ხოლმე ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე“, - განაცხადა მინისტრმა.
ამავდროულად, ბოჭორიშვილმა ევროკავშირთან დიალოგის განახლების და ურთიერთობების პრაქტიკულ ნაბიჯებზე გადასვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ საქართველოსთან ურთიერთქმედების ფორმატი გადახედვას საჭიროებს.
„თავად საბჭოს ფარგლებში, რთულია, წინასწარ ვთქვათ რაზე იქნება მსჯელობა, რა პოზიციებს დააფიქსირებენ წევრი ქვეყნები. თუმცა, ერთი რამ ცხადია,
„ნაკლებია სურვილი, რომ ისევ იმ რეჟიმში დარჩეს საქართველოსთან ურთიერთობები და სულ უფრო მეტი კოლეგისგან მესმის მოსაზრება, რომ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ დიალოგის ჩარჩოს და საქართველოსთან ურთიერთობებში ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას, უნდა მოიძებნოს გზა იმისათვის, რომ დაბრუნდეს დიალოგი“, - განაცხადა მინისტრმა.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის მხრიდან აქ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.
„საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელმაც ოდესმე უარი თქვა ევროკავშირთან დიალოგზე," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამავდროულად, მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილება ოფიციალურმა ბრიუსელმა მიიღო და საქართველო ერთ წელზე მეტია იძულებულია ამ ფორმატში იმუშაოს.
„ერთი მხრივ არის ბრიუსელის გადაწყვეტილება, მეორე მხრივ კი, არსებობს რეალობა, რომელშიც საქართველო ავითარებს ურთიერთობებს ორმხრივი მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ევროპული ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, გლობალური პროცესების ფონზე სულ უფრო მკაფიოდ ჩანს თანამშრომლობს ურთიერთსაჭიროება.
„დღეს, გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე, ხშირად იკვეთება როგორც ევროპის საჭიროებები, ისე საქართველოს შესაძლებლობები და ჩვენი რეგიონის ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების დინამიკა. ამ ყველაფრის ფონზე, საკმაოდ არასწორად ჩანს ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. გარდა იმისა, რომ უსამართლოა, არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატში გრძელდება.
„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შესაძლებლობები, რომლის ფარგლებშიც, ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს და ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო ნაკლები მომხრე ჰყავს იმ იდეას, რომელიც გულისხმობს საქართველოსთან დიალოგის შეწყვეტას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დროსთან ერთად ბრიუსელის მიდგომები შეიცვლება.
„ჩვენ ვერ მოვახდენთ გავლენას და ვერ შევაცვლევინებთ ამ გადაწყვეტილებას, ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ გარკვეულ ეტაპზე ბრიუსელის მხრიდან გაბუტვის პოლიტიკა უფრო მეტად არარელევანტური გახდება, რადგან ის არაფრის მომტანია არც ევროპისთვის და არც ევროპული ინტერესებისთვის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად პირობების შესრულების თემას. მისი თქმით, 9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილმა კი აქტუალურობა დაკარგა, ხოლო იმაზე საუბარი რომ 9 ნაბიჯი არის ის წინაპირობა, რამაც შეიძლება განმსაზღვრელი როლი ითამაშოს ამ ურთიერთობებში, არასწორი იქნებოდა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს რეფორმების გატარებას ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, რაც ქვეყნის განვითარებას და მოქალაქეების კეთილდღეობას ისახავს მიზნად.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპული სტანდარტების დანერგვის კურსი უცვლელია და ქვეყნის განვითარების ძირითად ორიენტირს წარმოადგენს. მისივე თქმით, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი ნათლად აისახება სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებში, ასევე მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამის არდანახვა კი შეუძლებელია.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.