მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

4 დაღუპული და 20 დაჭრილი: თურქეთში ორი დღის მანძილზე სკოლაზე თავდასხმის მეორე შემთხვევა

© AP Photo / IHAთავდასხმა თურქეთის სკოლაში
თავდასხმა თურქეთის სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2026
გამოწერა
თავდასხმა მეხუთე კლასის მოსწავლეების წინააღმდეგ განხორციელდა.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik.
თურქეთის ქაჰრამანმარაშის პროვინციის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, 20 კი დაშავდა, იუწყება „Sputnik საქართველო".
თავდამსხმელი იმავე სკოლის მერვე კლასის მოსწავლე იყო. არსებული ინფორმაციით, მან ცეცხლი ჯერ სკოლის ეზოში გახსნა, შემდეგ კი შენობაში შევიდა და სროლა გააგრძელა.
© REUTERS Sukru Dolasთავდასხმა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში
Стрельба у школы в Турции. На месте ЧП полиция и машины Скорой помощи - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2026
თავდასხმა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში
დაღუპულებიდან ერთი მასწავლებელია, სამი - მოსწავლე, რაც შეეხება დაშავებულებს, მათგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია, აღნიშნა ქაჰრამანმარაშის პროვინციის გუბერნატორმა მუკერემ უნლუერიმ.
© REUTERS Sukru Dolasთავდასხმა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში
Стрельба у школы в Турции. На месте ЧП полиция и машины Скорой помощи - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2026
თავდასხმა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში
„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დაჭრილი ძმები და დები გამოჯანმრთელდებიან. მსგავსი თავდასხმა სხვა სკოლებში არასდროს მომხდარა. თავდამსხმელიც გარდაიცვალა. მან ქაოსის დროს თავი მოიკლა. არ ვიცით, ეს თვითმკვლელობა განზრახ ჩაიდინა თუ ქაოსის გამო“, - განაცხადა გუბერნატორმა.
© AP Photo / IHAთავდასხმა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში
Стрельба у школы в Турции. На месте ЧП полиция и машины Скорой помощи - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2026
თავდასხმა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის მამა ყოფილი პოლიციელია. სამართალდამცველების ვარაუდით, მოზარდმა მამის იარაღი აიღო. ცნობილია, რომ თავდასხმა მეხუთე კლასის მოსწავლეების წინააღმდეგ განხორციელდა.
© REUTERS IHAთავდასხმა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში
Стрельба у школы в Турции. На месте ЧП полиция и машины Скорой помощи - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2026
თავდასხმა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში
აღნიშნული ფაქტი ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთის სკოლებში შეიარაღებული თავდასხმის მეორე შემთხვევაა. გუშინ შანლიურფის პროვინციის ერთ-ერთ სკოლაში ყოფილმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა.
ყველა ახალი ამბავი
0