ძაღლს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2026
გამოწერა
მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. პოლიციამ სიღნაღში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 49 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღში ბასრი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუსაფარი ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0