https://sputnik-georgia.com/20260415/papuashvili-turqetshi-gaemgzavra-298119591.html
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
შალვა პაპუაშვილი სტამბულში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას 15.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-15T14:49+0400
2026-04-15T14:49+0400
2026-04-15T14:49+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2c0ddcbc97c0e7fa79bd82bd442869ee.jpg
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური. უწყების ცნობით, პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტამბულში ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებსაც. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე შედიან. საქართველო და თურქეთი საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში. გარდა ამისა, ქვეყნები ავითარებენ თანამშრომლობას მრავალმხრივი მიმართულებით, მათ შორის, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_194:0:2925:2048_1920x0_80_0_0_c68e665fd293486f9613523f732ee793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთში გაემგზავრა
შალვა პაპუაშვილი სტამბულში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
უწყების ცნობით, პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტამბულში ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებსაც.
დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე შედიან.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
გარდა ამისა, ქვეყნები ავითარებენ თანამშრომლობას მრავალმხრივი მიმართულებით, მათ შორის, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.