https://sputnik-georgia.com/20260414/maka-bochorishvili-arpamentshi-gamova-298112817.html
საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში დაიბარეს: რა კითხვები ექნება ოპოზიციას?
საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში დაიბარეს: რა კითხვები ექნება ოპოზიციას?
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრს საგარეო პოლიტიკასთან, ევროპულ ინტეგრაციასთან და საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებული 19 კითხვა... 14.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-14T20:25+0400
2026-04-14T20:25+0400
2026-04-14T20:25+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0e/296625374_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_14e3c7348260f848c189aa8c10f02203.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოთხშაბათს, 15 აპრილს, ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.ინტერპელაცია არის ფორმატი, რომლის დროსაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს დეპუტატთა ჯგუფის შეკითხვებს, რომელიც, სულ მცირე, შვიდ კაცს ითვლის. საგარეო საქმეთა მინისტრთან მიმართებით ინტერპელაციის წესით მოსმენას ფრაქცია „საქართველოსთვის" მოითხოვს.„მიმდინარე კვირაში გვექნება საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია. ფრაქციის „საქართველოსთვის“ შეკითხვების საფუძველზე ხვალ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია. შეთანხმებული ვართ 12:00 საათზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრს საგარეო პოლიტიკასთან, ევროპულ ინტეგრაციასთან და საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებული 19 კითხვა გაუგზავნეს.კითხვებს შორისაა: ევროპული ინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები, ამ გადაწყვეტილების კონსტიტუციურ ვალდებულებებთან და ქვეყნის მიერ გამოცხადებულ საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა, ასევე გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკავშირის აუცილებელი რეკომენდაციების შესრულება და ა.შ.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0e/296625374_0:0:1201:901_1920x0_80_0_0_2dc701e2fdf39dcc72dee332b2778760.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში დაიბარეს: რა კითხვები ექნება ოპოზიციას?
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრს საგარეო პოლიტიკასთან, ევროპულ ინტეგრაციასთან და საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებული 19 კითხვა გაუგზავნეს.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოთხშაბათს, 15 აპრილს, ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ინტერპელაცია არის ფორმატი, რომლის დროსაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს დეპუტატთა ჯგუფის შეკითხვებს, რომელიც, სულ მცირე, შვიდ კაცს ითვლის. საგარეო საქმეთა მინისტრთან მიმართებით ინტერპელაციის წესით მოსმენას ფრაქცია „საქართველოსთვის" მოითხოვს.
„მიმდინარე კვირაში გვექნება საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია. ფრაქციის „საქართველოსთვის“ შეკითხვების საფუძველზე ხვალ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია. შეთანხმებული ვართ 12:00 საათზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრს საგარეო პოლიტიკასთან, ევროპულ ინტეგრაციასთან და საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებული 19 კითხვა გაუგზავნეს.
კითხვებს შორისაა: ევროპული ინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები, ამ გადაწყვეტილების კონსტიტუციურ ვალდებულებებთან და ქვეყნის მიერ გამოცხადებულ საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა, ასევე გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკავშირის აუცილებელი რეკომენდაციების შესრულება და ა.შ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.