https://sputnik-georgia.com/20260412/ungretshi-saparlamento-archevnebi-tardeba-298081593.html
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს. გამარჯვების მთავარ კანდიდატებად მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და პიტერ მადიარის „ტისა“ არიან, რომელიც 2020... 12.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-12T12:55+0400
2026-04-12T12:55+0400
2026-04-12T12:55+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
უნგრეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274213805_0:4:500:285_1920x0_80_0_0_a2d9abcd6b10077162769dd382eedf51.jpg
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით, 06:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს. გამარჯვების მთავარ კანდიდატებად მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და პიტერ მადიარის „ტისა“ არიან, რომელიც 2020 წელს დაარსდა.მათ გარდა, ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმა მისცენ მემარცხენე „დემოკრატიულ კოალიციას“, პაროდიულ „ორკუდიანი ძაღლის პარტიას“ და უკიდურეს მემარჯვენე „ჩვენს სამშობლოს“.არჩევნები შერეული სისტემით ტარდება — ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას კონკრეტულ კანდიდატს და პარტიულ სიას. 199 საპარლამენტო მანდატიდან 106 მანდატი ოლქებში ნაწილდება მარტივი უმრავლესობით, დანარჩენი 93 კი — პროპორციულად. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა – 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი.საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დასრულდება, პირველი შედეგები კი უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. არჩევნებს ეუთოს 200-კაციანი სადამკვირვებლო მისია აკვირდება.
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274213805_0:0:500:375_1920x0_80_0_0_013cea1b799c4b7f056daa5b30bbf3ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, უნგრეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, უნგრეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს. გამარჯვების მთავარ კანდიდატებად მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და პიტერ მადიარის „ტისა“ არიან, რომელიც 2020 წელს დაარსდა.
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით, 06:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს. გამარჯვების მთავარ კანდიდატებად მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და პიტერ მადიარის „ტისა“ არიან, რომელიც 2020 წელს დაარსდა.
მათ გარდა, ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმა მისცენ მემარცხენე „დემოკრატიულ კოალიციას“, პაროდიულ „ორკუდიანი ძაღლის პარტიას“ და უკიდურეს მემარჯვენე „ჩვენს სამშობლოს“.
არჩევნები შერეული სისტემით ტარდება — ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას კონკრეტულ კანდიდატს და პარტიულ სიას. 199 საპარლამენტო მანდატიდან 106 მანდატი ოლქებში ნაწილდება მარტივი უმრავლესობით, დანარჩენი 93 კი — პროპორციულად. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა – 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი.
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დასრულდება, პირველი შედეგები კი უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. არჩევნებს ეუთოს 200-კაციანი სადამკვირვებლო მისია აკვირდება.