https://sputnik-georgia.com/20260412/mitropoliti-nikolozi-sinodis-sxdomaze-298082611.html
„ვეცდებით, ვადები არ დავარღვიოთ": მიტროპოლიტი ნიკოლოზი სინოდის მორიგ სხდომაზე
„ვეცდებით, ვადები არ დავარღვიოთ": მიტროპოლიტი ნიკოლოზი სინოდის მორიგ სხდომაზე
Sputnik საქართველო
გასულ კვირაში საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება. 12.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-12T15:39+0400
2026-04-12T15:39+0400
2026-04-12T15:39+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/60/244396094_0:96:2000:1221_1920x0_80_0_0_7f8eac90464cb204a5715621a341492a.jpg
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ წმინდა სინოდის რომელიმე წევრი პატრიარქობის კანდიდატად დასახელდება, მაშინ იგი სხვა მღვდელმთავრით ჩანაცვლდება, განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს 40-დან 70 წლამდე ასაკის ბერად აღკვეცილი ეთნიკური ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი, რომელსაც აქვს თეოლოგიური განათლება და საკმარისი საეკლესიო გამოცდილება.მიტროპოლიტის თქმით, წმინდა სინოდის მორიგი სხდომა „როგორც საქმე მოიტანს, ისე დაინიშნება".3 აპრილს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის მოწვევით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელიც ეძღვნებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრას. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს, გაფართოებული კრება კი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.გაფართოებული კრება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ და არაუგვიანეს ორ თვეში უნდა გაიმართოს, როგორც ამას დებულება მოითხოვს. შერჩული სამი კანდიდატი წარედგინება გაფართოებულ საეკლესიო კრებას, რომლის გამართვის თარიღიც, სავარაუდოდ, სინოდის ამ სხდომაზე დადგინდება.ამასთან, მიტროპოლიტმა ისაუბრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლეზე და აღნიშნა, რომ ის აბსოლუტურად უნაკლო და უზადო იყო.წელს, აღდგომის პირველი დღესასწაულია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე აღინიშნება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.ილია მეორემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი თანამოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა. მიმდინარე წლის 18 მარტს წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.როგორ ტარდება პატრიარქის არჩევის პროცედურაწმინდა სინოდის კრებაზე განისაზღვრება სამი კანდიდატი, რომლებსაც წარუდგენენ შემდგომში გაფართოებულ კრებას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს.წმინდა სინოდის 39 წევრიდან თითოეულს აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატურა, მათ შორის საკუთარიც. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, გაფართოებულ კრებაზე წარდგება.გაფართოებული კრება უნდა ჩატარდეს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.გაფართოებულ კრებაში შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.გაფართოებული კრების თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/60/244396094_122:0:1879:1318_1920x0_80_0_0_4f3c673ce252885e3313772da4c68920.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები
„ვეცდებით, ვადები არ დავარღვიოთ": მიტროპოლიტი ნიკოლოზი სინოდის მორიგ სხდომაზე
გასულ კვირაში საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება.
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ წმინდა სინოდის რომელიმე წევრი პატრიარქობის კანდიდატად დასახელდება, მაშინ იგი სხვა მღვდელმთავრით ჩანაცვლდება, განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს 40-დან 70 წლამდე ასაკის ბერად აღკვეცილი ეთნიკური ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი, რომელსაც აქვს თეოლოგიური განათლება და საკმარისი საეკლესიო გამოცდილება.
მიტროპოლიტის თქმით, წმინდა სინოდის მორიგი სხდომა „როგორც საქმე მოიტანს, ისე დაინიშნება".
3 აპრილს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის მოწვევით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელიც ეძღვნებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრას. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს, გაფართოებული კრება კი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
გაფართოებული კრება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ და არაუგვიანეს ორ თვეში უნდა გაიმართოს, როგორც ამას დებულება მოითხოვს. შერჩული სამი კანდიდატი წარედგინება გაფართოებულ საეკლესიო კრებას, რომლის გამართვის თარიღიც, სავარაუდოდ, სინოდის ამ სხდომაზე დადგინდება.
„თავიდან ითქვა, რომ სინოდის სხდომა 24 აპრილს, პატრიარქის გარდაცვალების მე-40 დღის წინა დღეს გამართულიყო, მაგრამ მერე ისიც ითქვა, რომ ძალიან იცვლება გარემოებები. ეს რომ გვეთქვა, ამ ნათქვამის ტყვეობაში ვიქნებოდით... როგორც საქმე მოიტანს, ისე დაინიშნება. ვეცდებით, რომ არ დავარღვიოთ... [ასაკს რაც შეეხება] ადამიანს უთხრა, რომ შენ 70 წლის ხარ და შენი პატრიარქობა ამის გამო არ შეიძლება, მგონია, რომ არ შეიძლება...“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ამასთან, მიტროპოლიტმა ისაუბრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლეზე და აღნიშნა, რომ ის აბსოლუტურად უნაკლო და უზადო იყო.
„ბუნებრივია, რომ განსხვავებული ფორმატით მოვისმენდით. ვესაუბრე მეუფე შიოსაც. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უნაკლო და უზადო იყო, კარგად იყო ჩამოყალიბებული აღდგომის ღვთისმეტყველება და ერთი ზედმეტი სიტყვა არ იყო. ძირითადად პატრიარქის შესახებ იყო“ - აღნიშნა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
წელს, აღდგომის პირველი დღესასწაულია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე აღინიშნება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია მეორემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი თანამოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა. მიმდინარე წლის 18 მარტს წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.
როგორ ტარდება პატრიარქის არჩევის პროცედურა
წმინდა სინოდის კრებაზე განისაზღვრება სამი კანდიდატი, რომლებსაც წარუდგენენ შემდგომში გაფართოებულ კრებას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს.
წმინდა სინოდის 39 წევრიდან თითოეულს აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატურა, მათ შორის საკუთარიც. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, გაფართოებულ კრებაზე წარდგება.
გაფართოებული კრება უნდა ჩატარდეს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
გაფართოებულ კრებაში შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.
გაფართოებული კრების თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.
არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.