https://sputnik-georgia.com/20260411/saqartvelosi-sesazloa-bavsvta-kveba-gaiafdes-saparlamento-komisiis-xelmzrvaneli-298057564.html
საქართველოში შესაძლოა ბავშვთა კვება გაიაფდეს - საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი
საქართველოში შესაძლოა ბავშვთა კვება გაიაფდეს - საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი
Sputnik საქართველო
კომისიის მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, მაშინვე ცნობილი გახდება, კონკრეტულად რა სახის მექანიზმებს გამოიყენებს სახელმწიფო ფასების... 11.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-11T16:15+0400
2026-04-11T16:15+0400
2026-04-11T16:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
სოციალური სფერო საქართველოში
კომპანიების ახალი ამბები
საქართველოს ბიზნესგარემო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0e/275778745_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_bc279e9f1d0d4feaf9a532097006e0ac.jpg
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოს სააფთიაქო ქსელებში გაყიდვაში არსებული ბავშვთა კვების ფასები შესაძლოა შემცირდეს მას შემდეგ, რაც ფასების საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისია მუშაობას დაასრულებს, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა. თებერვლის დასაწყისში სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შეიქმნა.როგორც ცნობილია, საქართველოში გაყიდვაში არსებული ბავშვთა კვება მთლიანად იმპორტირებულია. პროდუქცია იმპორტიორებს შემოაქვთ, რომლებსაც შემდგომში პროდუქცია სააფთიაქო ქსელებში შეაქვთ.საქართველოში ბავშვთა კვების საშუალო ფასია 30 ლარი (400 გრამი). პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ პროდუქციის ფასი საქართველოში ევროპაში არსებულ ფასებს 35-40%-ით აჭარბებს.კომისიის მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე. ცნობილი გახდება, კონკრეტულად რა სახის მექანიზმებს გამოიყენებს სახელმწიფო ფასების რეგულირებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0e/275778745_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_0b0b34d9a4c0849299d87dab38d6a67e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, სოციალური სფერო საქართველოში, კომპანიების ახალი ამბები, საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, სოციალური სფერო საქართველოში, კომპანიების ახალი ამბები, საქართველოს ბიზნესგარემო
საქართველოში შესაძლოა ბავშვთა კვება გაიაფდეს - საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი
კომისიის მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, მაშინვე ცნობილი გახდება, კონკრეტულად რა სახის მექანიზმებს გამოიყენებს სახელმწიფო ფასების რეგულირებისთვის.
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოს სააფთიაქო ქსელებში გაყიდვაში არსებული ბავშვთა კვების ფასები შესაძლოა შემცირდეს მას შემდეგ, რაც ფასების საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისია მუშაობას დაასრულებს, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა. თებერვლის დასაწყისში სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
როგორც ცნობილია, საქართველოში გაყიდვაში არსებული ბავშვთა კვება მთლიანად იმპორტირებულია. პროდუქცია იმპორტიორებს შემოაქვთ, რომლებსაც შემდგომში პროდუქცია სააფთიაქო ქსელებში შეაქვთ.
„რაც შეეხება ბავშვთა კვების მიმართულებას - მნიშვნელოვანია, რომ აქაც გვაქვს გარკვეული მექანიზმები, რომლის წარმატებით ამოქმედების შემთხვევაში, შეიძლება ხელშესახები შედეგები მივიღოთ. მივესალმებით ფარმაცევტული კომპანიების იდეას, რომელიც მწარმოებლებისგან პირდაპირ შესყიდვებს უკავშირდება, რაც ფასწარმოქმნის ჯაჭვს მნიშვნელოვნად დაამოკლებს. პარლამენტი მზად არის ამ ნაწილში შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმაროთ და გვერდში დაგიდგეთ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
საქართველოში ბავშვთა კვების საშუალო ფასია 30 ლარი (400 გრამი). პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ პროდუქციის ფასი საქართველოში ევროპაში არსებულ ფასებს 35-40%-ით აჭარბებს.
კომისიის მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე. ცნობილი გახდება, კონკრეტულად რა სახის მექანიზმებს გამოიყენებს სახელმწიფო ფასების რეგულირებისთვის.