https://sputnik-georgia.com/20260409/vin-da-ristvis-daakava-policiam-9-aprilis-memorialtan-298030450.html
ვინ და რისთვის დააკავა პოლიციამ 9 აპრილის მემორიალთან
ვინ და რისთვის დააკავა პოლიციამ 9 აპრილის მემორიალთან
Sputnik საქართველო
რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან მოქლაქეებს შორის დღეს შეხლა-შემოხლა მოხდა. 09.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-09T16:52+0400
2026-04-09T16:52+0400
2026-04-09T16:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/09/298027998_0:203:2048:1355_1920x0_80_0_0_02b4fb01581867a21a17a69d0e7c413b.jpg
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. პოლიციამ დღეს რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებს შორის მომხდარი ფიზილური დაპირისპირების დროს ორი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღეს 37 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ყველაზე უმცროსი კი 15 წლის გოგონა, ეკა ბეჟანიშვილი იყო. დაღუპულთა ხსოვნისთვის პატიბის მისაგებად 9 აპრილის მემორიალთან მოქლაქეები დილიდან მიდიოდნენ. პარლამენტთან მათ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი აქციის მონაწილეები ხვდებოდნენ და პოლიტიკური შინაარსის კითხვებს უსვამდნენ, რასაც დაპირისპირება და შეხლა-შემოსხლა მოჰყვა. აქტივისტების თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მემორიალთან მისვლის მორალური უფლება."9 აპრილის მემორიალთან დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზეა დაკავებული", - აღნიშულია ინფორმაციაში. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა 9 აპრილის მემორიალთან მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მიერ მიტანილი გვირგვინები წააქცია და ბილწსიტყვაობდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მეორე პირი სსკ-ის 126-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. 9 აპრილი საქართველოში 9 აპრილი აღინიშნება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე და ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო ჰარმონიისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ყველაზე უმცროსი კი 15 წლის გოგონა, ეკა ბეჟანიშვილი იყო. 1991 წლის 9 აპრილს კი, 2 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. საქართველოში 9 აპრილი უქმე დღეა. დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ამ დღეს თბილისელები, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის კიბეებთან ტიტებით მიაქვთ. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში პანაშვიდი აღევლინება. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები თბილისში, პარლამენტის შენობასთან 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ. 37 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/09/298027998_110:0:1931:1366_1920x0_80_0_0_65a873ad9a9fa1708ad9bfa4e43916e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ვინ და რისთვის დააკავა პოლიციამ 9 აპრილის მემორიალთან
რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან მოქლაქეებს შორის დღეს შეხლა-შემოხლა მოხდა.
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. პოლიციამ დღეს რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებს შორის მომხდარი ფიზილური დაპირისპირების დროს ორი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს 37 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ყველაზე უმცროსი კი 15 წლის გოგონა, ეკა ბეჟანიშვილი იყო.
დაღუპულთა ხსოვნისთვის პატიბის მისაგებად 9 აპრილის მემორიალთან მოქლაქეები დილიდან მიდიოდნენ. პარლამენტთან მათ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი აქციის მონაწილეები ხვდებოდნენ და პოლიტიკური შინაარსის კითხვებს უსვამდნენ, რასაც დაპირისპირება და შეხლა-შემოსხლა მოჰყვა. აქტივისტების თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მემორიალთან მისვლის მორალური უფლება.
"9 აპრილის მემორიალთან დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზეა დაკავებული", - აღნიშულია ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა 9 აპრილის მემორიალთან მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მიერ მიტანილი გვირგვინები წააქცია და ბილწსიტყვაობდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მეორე პირი სსკ-ის 126-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
საქართველოში 9 აპრილი აღინიშნება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე და ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო ჰარმონიისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ყველაზე უმცროსი კი 15 წლის გოგონა, ეკა ბეჟანიშვილი იყო.
1991 წლის 9 აპრილს კი, 2 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველოში 9 აპრილი უქმე დღეა. დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ამ დღეს თბილისელები, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის კიბეებთან ტიტებით მიაქვთ. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში პანაშვიდი აღევლინება. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები თბილისში, პარლამენტის შენობასთან 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.
37 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.