https://sputnik-georgia.com/20260408/premieri-saqartvelos-posta-mogebaze-gava-298020022.html
პრემიერი: „საქართველოს ფოსტა“ რეფორმების წყალობით პირველად გავა მოგებაზე
პრემიერი: „საქართველოს ფოსტა“ რეფორმების წყალობით პირველად გავა მოგებაზე
Sputnik საქართველო
განხორციელებული და მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად, კომპანია ყოველწლიურად 3,5 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავს. 08.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-08T22:39+0400
2026-04-08T22:39+0400
2026-04-08T22:39+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24669/96/246699659_0:329:2000:1454_1920x0_80_0_0_d925181fda07255c486d795f477b8c4d.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „საქართველოს ფოსტაში“ განხორციელებული რეფორმა შედეგს იძლევა — კომპანია წაგებიდან და მოგებაზე პირველად გავა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.„საქართველოს ფოსტა" საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის-ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა" EMS გაერთიანების წევრია 2001 წლიდან.როგორც კობახიძემ აღნიშნა, „საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელობა 2025 წლის სექტემბერში შეიცვალა და, სხვა სახელმწიფო საწარმოების მსგავსად, აქაც „ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები“ ფიქსირდება. განხორციელებული და მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად, კომპანია ყოველწლიურად 3,5 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავს.მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ ავიაკომპანიებთან, განახლდა ხელშეკრულების პირობები არსებულ ავიაკომპანიებთან, რამაც სატრანზიტო ვადების შემცირება და სატერმინალო მომსახურების ხარჯების დაზოგვა გახადა შესაძლებელი.მოსალოდნელია, რომ საჰაერო ტერმინალის ოპერირებიდან „საქართველოს ფოსტა" ყოველწლიურად 5 მილიონ ლარზე მეტ დამატებით შემოსავალს მიიღებს. პრემიერის თქმით, აღნიშნული ზომების ერთობლიობა კომპანიას საშუალებას მისცემს, პირველად გავიდეს მოგებაზე და დაიმკვიდროს ეფექტური სახელმწიფო საწარმოს სტატუსი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24669/96/246699659_464:341:2000:1493_1920x0_80_0_0_f04ee7622b36cf447f79e5c57de325f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
პრემიერი: „საქართველოს ფოსტა“ რეფორმების წყალობით პირველად გავა მოგებაზე
განხორციელებული და მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად, კომპანია ყოველწლიურად 3,5 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავს.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „საქართველოს ფოსტაში“ განხორციელებული რეფორმა შედეგს იძლევა — კომპანია წაგებიდან და მოგებაზე პირველად გავა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„საქართველოს ფოსტა" საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის-ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა" EMS გაერთიანების წევრია 2001 წლიდან.
„ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა ცვლილების შედეგად საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელობა 2025 წლის სექტემბერში შეიცვალა და, სხვა სახელმწიფო საწარმოების მსგავსად, აქაც „ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები“ ფიქსირდება. განხორციელებული და მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად, კომპანია ყოველწლიურად 3,5 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავს.
„ასევე შუამავალ კომპანიებში გატანილი ბიზნესპროცესები დაბრუნდება „საქართველოს ფოსტაში", რის შედეგადაც, კომპანიის წლიური შემოსავალი 14,2 მილიონი ლარისთ გაიზრდება. აღდგა ასევე საჰაერო ტერმინალის ფუნქცია", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ ავიაკომპანიებთან, განახლდა ხელშეკრულების პირობები არსებულ ავიაკომპანიებთან, რამაც სატრანზიტო ვადების შემცირება და სატერმინალო მომსახურების ხარჯების დაზოგვა გახადა შესაძლებელი.
მოსალოდნელია, რომ საჰაერო ტერმინალის ოპერირებიდან „საქართველოს ფოსტა" ყოველწლიურად 5 მილიონ ლარზე მეტ დამატებით შემოსავალს მიიღებს. პრემიერის თქმით, აღნიშნული ზომების ერთობლიობა კომპანიას საშუალებას მისცემს, პირველად გავიდეს მოგებაზე და დაიმკვიდროს ეფექტური სახელმწიფო საწარმოს სტატუსი.