https://sputnik-georgia.com/20260408/nikolai-sventickis-premia-mienicha-298021168.html
ნიკოლაი სვენტიცკის სიკვდილის შემდეგ კირილ ლავროვის სახელობის პრემია მიენიჭა
ნიკოლაი სვენტიცკის სიკვდილის შემდეგ კირილ ლავროვის სახელობის პრემია მიენიჭა
Sputnik საქართველო
გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დირექტორი, გამოჩენილი თეატრისა და საზოგადო მოღვაწე ნიკოლაი სვენტიცკი 2026 წლის 3... 08.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-08T23:18+0400
2026-04-08T23:18+0400
2026-04-09T00:41+0400
საქართველო
საზოგადოება
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/08/298020240_0:133:878:627_1920x0_80_0_0_45185821f6bf2dcca243c4605bccbc5f.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ცნობილ თეატრალურ და საზოგადო მოღვაწე ნიკოლაი სვენტიცკის სიკვდილის შემდეგ რუსეთში კირილ ლავროვის სახელობის საერთაშორისო პრემია „რუსული კულტურის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის“ მიენიჭა.დაჯილდოების ცერემონია სანკტ-პეტერბურგში, თავრიდის სასახლეში გაიმართა. ჯილდო გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დირექტორს ვალერი ხარიუტჩენკოს გადაეცა. ლაურეატებს შორის იყვნენ ვლადიმირ სპივაკოვი, ბორის ეიფმანი და ვალერი ფოკინი. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დირექტორი, გამოჩენილი თეატრისა და საზოგადო მოღვაწე, ნიკოლაი სვენტიცკი 2026 წლის 3 იანვარს თბილისში გარდაიცვალა.ნიკოლაი სვენტიცკი თბილისში, 1956 წლის 4 ნოემბერს დაიბადა. დაამთავრა კუიბიშევის სახელობის კულტურის ინსტიტუტი. 1986 წელს გახდა გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის მთავარი ადმინისტრატორი. 2005 წლიდან მისი გენერალური დირექტორი იყო. სვენტიცკი იყო საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის „რუსული კლუბის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი. წლების განმავლობაში ასზე მეტი კულტურული პროექტი განახორციელა, რომელთა მიზანი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გაუმჯობესება, ორი ქვეყნის ხალხების დაახლოება და რუსული კულტურისა და რუსული ენის პოზიციების განმტკიცება საქართველოში. მისი ძალისხმევით თბილისში გაიმართა ალისა ფრეინდლიხის, სერგეი იურსკის, ევგენი ევტუშენკოს, ოლეგ ბასილაშვილის, კირილ ლავროვის, ნიკოლაი კარაჩენცოვის და კულტურის სხვა მოღვაწეების შემოქმედებით საღამოები.მისი ეგიდით თბილისში გამოიცემოდა პოეზიისა და პროზის წიგნები, ასევე იმართებოდა ლიტერატურული და მუსიკალური საღამოები, რომლებიც ეძღვნებოდა მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღებსა და გამოჩენილი რუსი კულტურული მოღვაწეების იუბილეებს.
https://sputnik-georgia.com/20260106/tbilisshi-nikolai-sventickis-gamoemshvidobnen-296541598.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/08/298020240_0:51:878:710_1920x0_80_0_0_06f6ebbca72e9a1f99ef8e1de337b1d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
ნიკოლაი სვენტიცკის სიკვდილის შემდეგ კირილ ლავროვის სახელობის პრემია მიენიჭა
23:18 08.04.2026 (განახლებულია: 00:41 09.04.2026) გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დირექტორი, გამოჩენილი თეატრისა და საზოგადო მოღვაწე ნიკოლაი სვენტიცკი 2026 წლის 3 იანვარს თბილისში გარდაიცვალა.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ცნობილ თეატრალურ და საზოგადო მოღვაწე ნიკოლაი სვენტიცკის სიკვდილის შემდეგ რუსეთში კირილ ლავროვის სახელობის საერთაშორისო პრემია „რუსული კულტურის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის“ მიენიჭა.
დაჯილდოების ცერემონია სანკტ-პეტერბურგში, თავრიდის სასახლეში გაიმართა. ჯილდო გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დირექტორს ვალერი ხარიუტჩენკოს გადაეცა. ლაურეატებს შორის იყვნენ ვლადიმირ სპივაკოვი, ბორის ეიფმანი და ვალერი ფოკინი.
გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დირექტორი, გამოჩენილი თეატრისა და საზოგადო მოღვაწე, ნიკოლაი სვენტიცკი 2026 წლის 3 იანვარს თბილისში გარდაიცვალა.
ნიკოლაი სვენტიცკი თბილისში, 1956 წლის 4 ნოემბერს დაიბადა. დაამთავრა კუიბიშევის სახელობის კულტურის ინსტიტუტი. 1986 წელს გახდა გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის მთავარი ადმინისტრატორი. 2005 წლიდან მისი გენერალური დირექტორი იყო. სვენტიცკი იყო საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის „რუსული კლუბის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
წლების განმავლობაში ასზე მეტი კულტურული პროექტი განახორციელა, რომელთა მიზანი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გაუმჯობესება, ორი ქვეყნის ხალხების დაახლოება და რუსული კულტურისა და რუსული ენის პოზიციების განმტკიცება საქართველოში.
მისი ძალისხმევით თბილისში გაიმართა ალისა ფრეინდლიხის, სერგეი იურსკის, ევგენი ევტუშენკოს, ოლეგ ბასილაშვილის, კირილ ლავროვის, ნიკოლაი კარაჩენცოვის და კულტურის სხვა მოღვაწეების შემოქმედებით საღამოები.
მისი ეგიდით თბილისში გამოიცემოდა პოეზიისა და პროზის წიგნები, ასევე იმართებოდა ლიტერატურული და მუსიკალური საღამოები, რომლებიც ეძღვნებოდა მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღებსა და გამოჩენილი რუსი კულტურული მოღვაწეების იუბილეებს.