თბილისში ნიკოლაი სვენტიცკი უკანასკნელ გზაზე გააცილეს

გამოწერა
თბილისში ნიკოლაი სვენტიცკის გამოეშვიდობნენ, ხელოვნების სფეროში მოღვაწე სვენტიცკი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სვენტიცკი უკანასკნელ გზაზე გააცილეს კულტურის სფეროსა და საზოგადოების ცნობილმა სახეებმა, ჟურნალისტებმა, მწერლებმა, რეჟისორებმა, ასევე რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის წარმომადგენლებმა. ცერემონიას ესწრებოდნენ თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მსახიობები - თეატრის, რომელსაც სვენტიცკიმ საკუთარი ცხოვრების 40 წელი დაუთმო.
ნიკოლაი სვენტიცკიმ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და შენარჩუნებაში. იგი იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რუსეთის დამსახურებული არტისტი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0