https://sputnik-georgia.com/20260407/policiam-44-piri-daakava-297989285.html
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 07.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-07T14:41+0400
2026-04-07T14:41+0400
2026-04-07T14:41+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271112610_0:50:1280:770_1920x0_80_0_0_38f5c1d6d70d63f077dced18bce72c76.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირია დაკავებული, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე. შსს-ს ცნობით, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, კიდევ 6 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი მამუკა შუბითიძეა.გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“ და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. კერძოდ, ისინი უკავშირდებოდნენ „ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდ" მამუკა შუბითიძეს. გარდა ამისა, ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც „ქურდული სამყაროს“ სახელით შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, ასევე ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. გამოძიება სსკ-ის 181-ე, 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271112610_94:0:1187:820_1920x0_80_0_0_12dd7660c2dc1003007fee2e5ee961b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირია დაკავებული, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, კიდევ 6 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი მამუკა შუბითიძეა.
გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“ და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. კერძოდ, ისინი უკავშირდებოდნენ „ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდ" მამუკა შუბითიძეს.
„შუბითიძეს პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“, - განაცხადა დარახველიძემ.
გარდა ამისა, ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც „ქურდული სამყაროს“ სახელით შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, ასევე ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ.
გამოძიება სსკ-ის 181-ე, 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.