https://sputnik-georgia.com/20260407/momsaxurebis-saagentospilialebi-uqmeebze-ar-imushaveben-297985103.html
უქმე დღეებში მომსახურების სააგენტოს ფილიალები არ იმუშავებს
უქმე დღეებში მომსახურების სააგენტოს ფილიალები არ იმუშავებს
Sputnik საქართველო
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს. 07.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-07T13:29+0400
2026-04-07T13:29+0400
2026-04-07T13:29+0400
საქართველო
საზოგადოება
აღდგომა
ახალი ამბები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458118_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a6bb04e489c6f0d621a8b029a31bd8ee.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით პერიოდში არ იმუშავებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში არის წარმოდგენილი: თბილისი, რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, საჩხერე, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი და ბათუმი.სააგენტოს ცნობით:9 აპრილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღეა. ეს თარიღი უქმე დღედ არის გამოცხადებული. 10-13 აპრილს კი აღდგომის უქმეებია. სააღდგომო დასვენების დღეები წითელ პარასკევს იწყება, რომელიც 2026 წელს 10 აპრილს ემთხვევა და მთავრდება 13 აპრილს – მიცვალებულთა ხსენების დღეს. მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458118_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_8cfc059f16bc35f21dc47a6b4a6ab223.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, აღდგომა , ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველო, საზოგადოება, აღდგომა , ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
უქმე დღეებში მომსახურების სააგენტოს ფილიალები არ იმუშავებს
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით პერიოდში არ იმუშავებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში არის წარმოდგენილი: თბილისი, რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, საჩხერე, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი და ბათუმი.
ის პირები, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლის 30-ე დღე 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით პერიოდში უწევთ, გამოცდაზე გასვლას 14 -18 აპრილს შეძლებენ.
იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 14 აპრილის ჩათვლით.
იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 14 აპრილი.
9 აპრილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღეა. ეს თარიღი უქმე დღედ არის გამოცხადებული.
10-13 აპრილს კი აღდგომის უქმეებია. სააღდგომო დასვენების დღეები წითელ პარასკევს იწყება, რომელიც 2026 წელს 10 აპრილს ემთხვევა და მთავრდება 13 აპრილს – მიცვალებულთა ხსენების დღეს.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს.