ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 73 წლის მამაკაცი მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2026
გამოწერა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 5 აპრილი— Sputnik. სამეგრელოს პოლიციამ 73 წლის პენსიონერის მკვლელობის საქმეზე 59 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით 73 წლის მამაკაცი დაჭრა და შემთხევის ადგილიდან მიიმალა - მიყენებული დაზიანებების შედეგად პენსიონერი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0