თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2026
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 35 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მამაკაცს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება ბრალად, რაც 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით 30 წლის მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი შემთხვევიდან მალევე, თელავში დააკავეს - ნივთმტკიცებადაა ამოღებული დანაშაულის ჩადენის იარაღიც.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0