https://sputnik-georgia.com/20260405/saqartveloshi-chamovardnil-turqul-tvitmprinavze-gare-charevis-kvali-ar-dapiqsirda-297965883.html
საქართველოში ჩამოვარდნილ თურქეთის C-130-ის თვითმფრინავზე გარე ჩარევის კვალი არ დაფიქსირდა
საქართველოში ჩამოვარდნილ თურქეთის C-130-ის თვითმფრინავზე გარე ჩარევის კვალი არ დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
სამუშაოები ქართულ მხარესთან კოორდინაციით ხორციელდება, საბოლოო დასკვნა კი ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 05.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-05T18:29+0400
2026-04-05T18:29+0400
2026-04-05T18:29+0400
საქართველო
თურქეთი
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0c/295755553_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_57b3df7ad926ad487c22fea47967ed7d.jpg
ТБИЛИСИ, 5 апр — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავზე, რომლის შედეგადაც 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, გარე ჩარევის კვალი არ შეინიშნება, იუწყება გაზეთი Star-ი საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით.2025 წლის 11 ნოემბერს, თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules-ი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 20 სამხედრო ემსხვერპლა. ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ასევე არ აღმოჩნდა ნავთობპროდუქტები ან აალების გამაძლიერებელი ნივთიერებები.გამოძიების ცნობით, ნამსხვრევების ანალიზმა ასევე არ გამოავლინა საეჭვო ქიმიური ნივთიერებები. გამოძიება გრძელდება და ავარიის მიზეზი დგინდება.„ტექნიკური ექსპერტიზები ტარდება თურქეთის შესაბამისი პროფილური უწყებების, მათ შორის სამხედრო და სამეცნიერო სტრუქტურების მონაწილეობით“, - აღნიშნულია მასალებში.გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები ქართულ მხარესთან კოორდინაციით ხორციელდება, საბოლოო დასკვნა კი ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0c/295755553_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_40adce9be6ee3a9f5b5a2bd845872872.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ჩამოვარდნილ თურქეთის C-130-ის თვითმფრინავზე გარე ჩარევის კვალი არ დაფიქსირდა
სამუშაოები ქართულ მხარესთან კოორდინაციით ხორციელდება, საბოლოო დასკვნა კი ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ТБИЛИСИ, 5 апр — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავზე, რომლის შედეგადაც 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, გარე ჩარევის კვალი არ შეინიშნება, იუწყება გაზეთი Star-ი საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით.
2025 წლის 11 ნოემბერს, თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules-ი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 20 სამხედრო ემსხვერპლა.
„თვითმფრინავის მახლობლად არ აღმოჩნდა ნამსხვრევების კვალი ან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანება. თვინაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ან მისი კომპონენტების აფეთქების ნიშნები არ აღმოჩნდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ასევე არ აღმოჩნდა ნავთობპროდუქტები ან აალების გამაძლიერებელი ნივთიერებები.
გამოძიების ცნობით, ნამსხვრევების ანალიზმა ასევე არ გამოავლინა საეჭვო ქიმიური ნივთიერებები. გამოძიება გრძელდება და ავარიის მიზეზი დგინდება.
„ტექნიკური ექსპერტიზები ტარდება თურქეთის შესაბამისი პროფილური უწყებების, მათ შორის სამხედრო და სამეცნიერო სტრუქტურების მონაწილეობით“, - აღნიშნულია მასალებში.
გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები ქართულ მხარესთან კოორდინაციით ხორციელდება, საბოლოო დასკვნა კი ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.