ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. პოლიციამ რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვა-მოხმარებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროსმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალის დამტკივების შემთხვევაში მამაკავს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0