https://sputnik-georgia.com/20260404/tarlitoba-ufaso-sasadiloebsi-braldebulebs-girao-seefardat-297959824.html
თაღლითობა უფასო სასადილოებში - ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ
თაღლითობა უფასო სასადილოებში - ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ
Sputnik საქართველო
ბრალდებულები საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ. 04.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-04T17:42+0400
2026-04-04T17:42+0400
2026-04-04T17:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველოს პროკურატურა
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული სასამართლო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის არაკეთილსინდისიერად მომსახურებასა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 5 პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ დააკავა. კერძოდ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, Aladashvili & co-ს დირექტორს, რეზო ალადაშვილს 100 ათას ლარიანი საპატიმრო გირაო, მის კიდევ ერთ თანამშრომელსა და 3 ქვეტკონტაქტორი კომპანიის დირექტორს კი 50.000-50.000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდათ. აღნიშნული პირები საპატიმრო დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ზიანი აანაზღაურონ და გამოძიებასთან ითანამშრომლონ, პროკურატურამ ეს გარემოებები გაითვალისწინა და საპატიმრო გირაოს დაეთანხმა. სუს-ის ინფორმაციით, Aladashvili & co-ს დირექტორი შპს "გიდს", შპს "ბადეს" და შპს "ალიონთან" ერთად 2024-2026 წლებში ყოველდღიურად 14,5 ათასამდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. გამოძიების მტკიცებით, ისინი გამგეობებიდან მიღებული 18,9 მლნ ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3,5 მლნ ლარს. მათ ბრალი საქართველოს სსკ-ის 180-ე და 25, 180-ე მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს პროკურატურა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს პროკურატურა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, თბილისის მერია
თაღლითობა უფასო სასადილოებში - ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ
ბრალდებულები საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.
თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის არაკეთილსინდისიერად მომსახურებასა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 5 პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ დააკავა. კერძოდ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, Aladashvili & co-ს დირექტორს, რეზო ალადაშვილს 100 ათას ლარიანი საპატიმრო გირაო, მის კიდევ ერთ თანამშრომელსა და 3 ქვეტკონტაქტორი კომპანიის დირექტორს კი 50.000-50.000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდათ.
აღნიშნული პირები საპატიმრო დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ზიანი აანაზღაურონ და გამოძიებასთან ითანამშრომლონ, პროკურატურამ ეს გარემოებები გაითვალისწინა და საპატიმრო გირაოს დაეთანხმა.
ბრალდებულების განცხადებით, ისინი მიღება-ჩაბარების აქტებში აფიქსირებდნენ, რომ რეალურზე მეტ ბენეფიციარს გაეწია კვებითი მომსახურება და თაღლითურად ითვისებდნენ თანხებს.
სუს-ის ინფორმაციით, Aladashvili & co-ს დირექტორი შპს "გიდს", შპს "ბადეს" და შპს "ალიონთან" ერთად 2024-2026 წლებში ყოველდღიურად 14,5 ათასამდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. გამოძიების მტკიცებით, ისინი გამგეობებიდან მიღებული 18,9 მლნ ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3,5 მლნ ლარს.
მათ ბრალი საქართველოს სსკ-ის 180-ე და 25, 180-ე მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.