https://sputnik-georgia.com/20260403/wvevamdelisgan-qrtamis-arebis-faqtze-samxedro-hospitlis-ganyofilebis-ufrosi-daakaves-297940658.html
წვევამდელისგან ქრთამის აღების ფაქტზე სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
წვევამდელისგან ქრთამის აღების ფაქტზე სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
Sputnik საქართველო
სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსს წვევამდელისგან 3 000 ლარის ქრთამის აღებას ედავებიან 03.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-03T13:48+0400
2026-04-03T13:48+0400
2026-04-03T13:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281927610_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_907728e357fab4b3b291f2a347f7b453.jpg
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრელებულ განცხადებაში. კერძოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია "გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის" ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით 3 ათასი ლარის სანაცვლოდ წვევამდელ პირზე ყალბი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას შეძლებდა. გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281927610_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_c380c1f5cca1da83babe297daa22fe53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
წვევამდელისგან ქრთამის აღების ფაქტზე სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსს წვევამდელისგან 3 000 ლარის ქრთამის აღებას ედავებიან
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია "გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის" ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით 3 ათასი ლარის სანაცვლოდ წვევამდელ პირზე ყალბი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას შეძლებდა.
გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.