https://sputnik-georgia.com/20260403/vizebis-sakitxi-uadgiloa-kaxa-kalaze-sveicariis-gadawyvetilebaze-297938010.html
ვიზების საკითხი უადგილოა - კახა კალაძე შვეიცარიის გადაწყვეტილებაზე
ვიზების საკითხი უადგილოა - კახა კალაძე შვეიცარიის გადაწყვეტილებაზე
Sputnik საქართველო
შვეიცარია, ევროკავშირთან ერთად, აჩერებს უვიზო მიმოსვლას ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის 03.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-03T08:00+0400
2026-04-03T08:00+0400
2026-04-03T08:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
კახა კალაძე
ევროკომისია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
შვეიცარია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/08/278390718_0:0:3122:1756_1920x0_80_0_0_45b0a6c66251b03a56ed6bf11d628489.jpg
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. როდესაც საქმე საქართველოს ინტერესებს ეხება, ვიზების საკითხი უადგილოა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.შვეიცარია, ევროკავშირთან ერთად, აჩერებს უვიზო მიმოსვლას ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. 3 აპრილიდან დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს შვეიცარიაში შესასვლელად ვიზა დასჭირდებათ.მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები არის ორმაგი სტანდარტი და ქართული სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება, რომელიც მიუღებელია.შვეიცარიის გადაწყვეტილება უკავშირდება შენგენის წესების შეცვლასთან და 12 თვეს იმოქმედებს. შეზღუდვა საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს არ ეხება.2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის.დამატებით ევროკომისიამ მიიღო წევრი სახელმწიფოების საკონსულო ორგანოებისა და სასაზღვრო დაცვის სამსახურისთვის განკუთვნილი ინსტრუქციები, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილების ეფექტურად განხორციელებაში.გარდა ამისა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გაძლიერებულად უნდა შეამოწმონ საქართველოს ყველა მოქალაქე ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა, შენგენის საინფორმაციო სისტემა და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/08/278390718_391:0:3122:2048_1920x0_80_0_0_88393eb9de892c936e61c0c62719f403.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, კახა კალაძე , ევროკომისია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , შვეიცარია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, კახა კალაძე , ევროკომისია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , შვეიცარია
ვიზების საკითხი უადგილოა - კახა კალაძე შვეიცარიის გადაწყვეტილებაზე
შვეიცარია, ევროკავშირთან ერთად, აჩერებს უვიზო მიმოსვლას ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. როდესაც საქმე საქართველოს ინტერესებს ეხება, ვიზების საკითხი უადგილოა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
შვეიცარია, ევროკავშირთან ერთად, აჩერებს უვიზო მიმოსვლას ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. 3 აპრილიდან დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს შვეიცარიაში შესასვლელად ვიზა დასჭირდებათ.
„როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე და ამ ინტერესების დაცვაზე, ვიზების თემა საერთოდ უადგილოა“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები არის ორმაგი სტანდარტი და ქართული სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება, რომელიც მიუღებელია.
შვეიცარიის გადაწყვეტილება უკავშირდება შენგენის წესების შეცვლასთან და 12 თვეს იმოქმედებს. შეზღუდვა საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს არ ეხება.
2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის.
დამატებით ევროკომისიამ მიიღო წევრი სახელმწიფოების საკონსულო ორგანოებისა და სასაზღვრო დაცვის სამსახურისთვის განკუთვნილი ინსტრუქციები, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილების ეფექტურად განხორციელებაში.
გარდა ამისა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გაძლიერებულად უნდა შეამოწმონ საქართველოს ყველა მოქალაქე ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა, შენგენის საინფორმაციო სისტემა და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.