https://sputnik-georgia.com/20260403/tbilissi-mzevlad-ayvanisa-da-yacarobis-braldebit-7-piri-daakaves-297940059.html
თბილისში მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
თბილისში მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 03.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-03T12:03+0400
2026-04-03T12:03+0400
2026-04-03T12:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისი დღეს
მარნეული
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24282/71/242827139_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_0ee99da1b2cf4a487c40039c5c8c1a4f.jpg
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ანგარებით, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობაში, მძევლად ხელში ჩაგდებასა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით განხორციელებულ ყაჩაღობაში ედებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან მოტყუებით, ბინაში გაზის გაჟონვის შესამოწმებლად გვიან ღამით მივიდნენ. ბრალდებულებმა ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით რუსეთის მოქალაქეებს წაართვეს თანხა 2 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მობილური ტელეფონები და ლეპტოპი, შემდეგ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდნენ დამატებით 300 ათას აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა რამდენიმე საათის შემდეგ დაზარალებულები იარაღის მუქარით სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასვეს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანეს. სამართალდამცველებმა შვიდივე პირი ბრალდებულის სახით მარნეულში და გორში დააკავეს. დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144-ე და 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
მარნეული
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24282/71/242827139_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_089aa8284ba32e51790d4974de9898ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს, მარნეული
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს, მარნეული
თბილისში მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ანგარებით, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობაში, მძევლად ხელში ჩაგდებასა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით განხორციელებულ ყაჩაღობაში ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან მოტყუებით, ბინაში გაზის გაჟონვის შესამოწმებლად გვიან ღამით მივიდნენ.
ბრალდებულებმა ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით რუსეთის მოქალაქეებს წაართვეს თანხა 2 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მობილური ტელეფონები და ლეპტოპი, შემდეგ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდნენ დამატებით 300 ათას აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა რამდენიმე საათის შემდეგ დაზარალებულები იარაღის მუქარით სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასვეს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანეს.
სამართალდამცველებმა შვიდივე პირი ბრალდებულის სახით მარნეულში და გორში დააკავეს. დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144-ე და 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.