https://sputnik-georgia.com/20260403/garkveuli-qveynebis-moqalaqeebs-saqartvelos-vizebis-misarebad-axali-motxovnebi-wauyenes-297948171.html
გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს ვიზების მისაღებად ახალი მოთხოვნები წაუყენეს
გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს ვიზების მისაღებად ახალი მოთხოვნები წაუყენეს
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის ახალი რეგულაციები ვიზების მისაღებად 150 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონების ზღვარს აწესებს. 03.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-03T21:08+0400
2026-04-03T21:08+0400
2026-04-03T21:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329120_0:42:1498:885_1920x0_80_0_0_b88151a35c3e8af6a95e940c834135a6.jpg
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქვეყნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ვიზის მისაღებად მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ.საუბარია მოქალაქეებზე, რომლებსაც საქართველოში არატურისტული მიზნით შემოსვლისა და ხანგრძლივი ყოფნისთვის ვიზა სჭირდებათ. ჩამონათვალში შედიან ინდოეთის, პაკისტანის, ვენესუელის, მიანმის, კამბოჯის და აფრიკის ქვეყნების უმრავლესობის მოქალაქეები.ახალი წესების თანახმად, D1 კატეგორიის ვიზა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება, ხოლო D5 კატეგორიის ვიზა გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150.000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, უძრავი ქონების შეფასებას კი სერტიფიცირებული ექსპერტი ადგენს.გარდა ამისა, საქართველოში მგზავრობისა და საქართველოში ყოფნის ვადის განმავლობაში საკმარისი ფინანსური სახსრების მინიმალური რაოდენობა საქართველოს საიმიგრაციო ვიზის (გარდა D5 კატეგორიის ვიზისა) გაცემის შემთხვევაში არის − სავიზო განაცხადის წარდგენის დღისთვის საქართველოში დადგენილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის არანაკლებ ხუთმაგი ოდენობა, ვიზის მოქმედების ვადის თითოეული თვისათვის.უცხო ქვეყნის მოქალაქემ განაცხადი ვიზის მიღებაზე უნდა შეიტანოს წინასწარ და საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი დაურთოს.აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში უვიზო რეჟიმით შემოდიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329120_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_7ce3fb2d290b5429c2389d94d7191495.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს ვიზების მისაღებად ახალი მოთხოვნები წაუყენეს
საქართველოს მთავრობის ახალი რეგულაციები ვიზების მისაღებად 150 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონების ზღვარს აწესებს.
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქვეყნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ვიზის მისაღებად მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ.
საუბარია მოქალაქეებზე, რომლებსაც საქართველოში არატურისტული მიზნით შემოსვლისა და ხანგრძლივი ყოფნისთვის ვიზა სჭირდებათ. ჩამონათვალში შედიან ინდოეთის, პაკისტანის, ვენესუელის, მიანმის, კამბოჯის და აფრიკის ქვეყნების უმრავლესობის მოქალაქეები.
ახალი წესების თანახმად, D1 კატეგორიის ვიზა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება, ხოლო D5 კატეგორიის ვიზა გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150.000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, უძრავი ქონების შეფასებას კი სერტიფიცირებული ექსპერტი ადგენს.
გარდა ამისა, საქართველოში მგზავრობისა და საქართველოში ყოფნის ვადის განმავლობაში საკმარისი ფინანსური სახსრების მინიმალური რაოდენობა საქართველოს საიმიგრაციო ვიზის (გარდა D5 კატეგორიის ვიზისა) გაცემის შემთხვევაში არის − სავიზო განაცხადის წარდგენის დღისთვის საქართველოში დადგენილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის არანაკლებ ხუთმაგი ოდენობა, ვიზის მოქმედების ვადის თითოეული თვისათვის.
უცხო ქვეყნის მოქალაქემ განაცხადი ვიზის მიღებაზე უნდა შეიტანოს წინასწარ და საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი დაურთოს.
აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში უვიზო რეჟიმით შემოდიან.