https://sputnik-georgia.com/20260402/rogor-arnisnaven-damoukideblobis-dres-saqartvelosi-dresaswaulis-programa-297923707.html
როგორ აღნიშნავენ წელს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს: დღესასწაულის პროგრამა
როგორ აღნიშნავენ წელს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს: დღესასწაულის პროგრამა
Sputnik საქართველო
მასშტაბური ღონისძიებები, გასული წლის მსგავსად, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. 02.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-02T10:39+0400
2026-04-02T10:39+0400
2026-04-02T10:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875642_0:221:2661:1717_1920x0_80_0_0_f2cf566af81eef8790f6b2140152e315.jpg
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო უწყებებს დაავალა, მოემზადონ ღონისძიებებისთვის, რომლებიც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება.დღესასწაული 1918 წელს ნოე ჟორდანიას მეთაურობით პირველი დემოკრატიული მთავრობის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ეძღვნება. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკამ ორწელიწად-ნახევარი იარსება.წინასწარი პროგრამის თანახმად, ღონისძიებები, გასული წლის მსგავსად, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.თბილისში, ძირითადი ღონისძიებები დაგეგმილია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და 9 აპრილის პარკში. იქ განთავსდება საგამოფენო სივრცეები, საბავშვო ზონები, ბაზრობა, ლოკაციები სპორტული აქტივობებისა და სხვა ღონისძიებებისთვის.ასევე საქართველოს დედაქალაქში გაიმართება გალა-კონცერტი და ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია თავისუფლების მოედანზე. თბილისში ღონისძიებების ორგანიზატორი კულტურისა და თავდაცვის სამინისტროებია.გორში ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზუგდიდში იუსტიციის სამინისტრო, ხოლო ოზურგეთში განათლების სამინისტრო ჩაატარებს. თელავში ღონისძიებებს სახელმწიფო ენერგოკომპანიები და „საქართველოს ფოსტა“ აწყობენ, ხოლო ამბროლაურში - სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“.სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის განვითარების სააგენტო ასევე ორგანიზებას გაუწევენ სადღესასწაულო ღონისძიებებს რუსთავსა და ფოთში. ფოთში ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოც მიიღებს.ახალციხეში ზეიმს ორგანიზებას გაუწევს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო ქუთაისში - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ინოვაციების სააგენტო. მესტიაში სადღესასწაულო პროგრამას წარადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო მცხეთაში - ჯანდაცვის სამინისტრო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875642_38:0:2621:1937_1920x0_80_0_0_c0189a87860b0673b847952b5b9526bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
როგორ აღნიშნავენ წელს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს: დღესასწაულის პროგრამა
მასშტაბური ღონისძიებები, გასული წლის მსგავსად, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო უწყებებს დაავალა, მოემზადონ ღონისძიებებისთვის, რომლებიც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება.
დღესასწაული 1918 წელს ნოე ჟორდანიას მეთაურობით პირველი დემოკრატიული მთავრობის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ეძღვნება. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკამ ორწელიწად-ნახევარი იარსება.
წინასწარი პროგრამის თანახმად, ღონისძიებები, გასული წლის მსგავსად, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.
თბილისში, ძირითადი ღონისძიებები დაგეგმილია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და 9 აპრილის პარკში. იქ განთავსდება საგამოფენო სივრცეები, საბავშვო ზონები, ბაზრობა, ლოკაციები სპორტული აქტივობებისა და სხვა ღონისძიებებისთვის.
ასევე საქართველოს დედაქალაქში გაიმართება გალა-კონცერტი და ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია თავისუფლების მოედანზე. თბილისში ღონისძიებების ორგანიზატორი კულტურისა და თავდაცვის სამინისტროებია.
გორში ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზუგდიდში იუსტიციის სამინისტრო, ხოლო ოზურგეთში განათლების სამინისტრო ჩაატარებს. თელავში ღონისძიებებს სახელმწიფო ენერგოკომპანიები და „საქართველოს ფოსტა“ აწყობენ, ხოლო ამბროლაურში - სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის განვითარების სააგენტო ასევე ორგანიზებას გაუწევენ სადღესასწაულო ღონისძიებებს რუსთავსა და ფოთში. ფოთში ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოც მიიღებს.
ახალციხეში ზეიმს ორგანიზებას გაუწევს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო ქუთაისში - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ინოვაციების სააგენტო. მესტიაში სადღესასწაულო პროგრამას წარადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო მცხეთაში - ჯანდაცვის სამინისტრო.