https://sputnik-georgia.com/20260402/mixeil-sarjvelaze-gaeros-mosaxleobis-fondis-regionul-direqtors-sexvda-297929357.html
მიხეილ სარჯველაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
Sputnik საქართველო
მხარეებმა დემოგრაფიული მდგრადობის, გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდების გაძლიერების საკითხები განიხილეს. 02.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-02T14:27+0400
2026-04-02T14:27+0400
2026-04-02T14:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145823_0:0:1921:1080_1920x0_80_0_0_b854cb62a4c0243892eb11a51a3b9d90.jpg
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, ფლორენს ბაუერს შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ და ფლორენს ბაუერმა UNFPA-ს მხარდაჭერით მიმდინარე ერთობლივ პროგრამებზე ისაუბრეს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოგრაფიული მდგრადობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. "მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ასეთი ნაყოფიერი შეხვედრები ხელს შეუწყობს მომავალში კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას. მხარეებმა დემოგრაფიული მდგრადობის, გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდების გაძლიერების საკითხები განიხილეს", - ნათქვამია განცხადებაში. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოდოკუმენტის (2026-2030) ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობაზე და მომდევნო ფაზაში დაგეგმილ აქტივობებზე. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი გეგმებიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145823_217:90:1566:1102_1920x0_80_0_0_023af8b571cf872b003b29e9297bab36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
მხარეებმა დემოგრაფიული მდგრადობის, გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდების გაძლიერების საკითხები განიხილეს.
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, ფლორენს ბაუერს შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ და ფლორენს ბაუერმა UNFPA-ს მხარდაჭერით მიმდინარე ერთობლივ პროგრამებზე ისაუბრეს.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოგრაფიული მდგრადობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
"მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ასეთი ნაყოფიერი შეხვედრები ხელს შეუწყობს მომავალში კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას. მხარეებმა დემოგრაფიული მდგრადობის, გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდების გაძლიერების საკითხები განიხილეს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოდოკუმენტის (2026-2030) ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობაზე და მომდევნო ფაზაში დაგეგმილ აქტივობებზე.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი გეგმებიც.