https://sputnik-georgia.com/20260402/ertian-erovnul-gamocdebze-registracia-iwyeba-297931854.html
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება
Sputnik საქართველო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი "ცნობარს აბიტურიენტებისთვის" რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს. 02.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-02T16:01+0400
2026-04-02T16:01+0400
2026-04-02T16:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279765342_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_4d978d5dd2b0a094e4cd05b67c732f2d.jpg
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება, ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. უწყების ცნობით, წელს აბიტურიენტებს მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. სტუდენტები, რომლებიც წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან, უფასოდ ისწავლიან. უწყების ცნობით, აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე გადაიხადონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასური, მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი "ცნობარს აბიტურიენტებისთვის" რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს. უმაღლესი განათლების რეფორმა უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი პაკეტი უნივერსიტეტებში სწავლის ვადების შემცირებას და მთავრობისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვის კვოტების დაწესების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს. ამგვარად, სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, 300 კრედიტის მქონე სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ დოქტორის ხარისხის მისაღებად სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში გაააგრძელონ. სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ და მეორე საფეხურებზე სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, თუმცა ფაკულტეტებზე კვოტებს შემოიღებენ. ცვლილებების თანახმად, უქმდება საგრანტო დაფინანსება. კანონებიდან ყველა ის ნორმა ამოიღეს, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სამაგისტრო გრანტს ეხებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279765342_113:0:1936:1367_1920x0_80_0_0_dc5e87468c85f43112dc54ee97049ad5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება
16:01 02.04.2026 (განახლებულია: 16:46 02.04.2026) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი "ცნობარს აბიტურიენტებისთვის" რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს.
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება, ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.
უწყების ცნობით, წელს აბიტურიენტებს მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.
სტუდენტები, რომლებიც წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან, უფასოდ ისწავლიან.
უწყების ცნობით, აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე გადაიხადონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასური, მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.
საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი "ცნობარს აბიტურიენტებისთვის" რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს.
უმაღლესი განათლების რეფორმა
უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი პაკეტი უნივერსიტეტებში სწავლის ვადების შემცირებას და მთავრობისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვის კვოტების დაწესების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.
უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.
ამგვარად, სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, 300 კრედიტის მქონე სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ დოქტორის ხარისხის მისაღებად სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში გაააგრძელონ.
სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ და მეორე საფეხურებზე სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, თუმცა ფაკულტეტებზე კვოტებს შემოიღებენ. ცვლილებების თანახმად, უქმდება საგრანტო დაფინანსება. კანონებიდან ყველა ის ნორმა ამოიღეს, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სამაგისტრო გრანტს ეხებოდა.