კახეთში ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2026
გამოწერა
დანაშაული 12-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. პოლიციამ თელავში ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა შორის წარსულში ნასამართლევი 36 წლის ქალი, მისი 18 წლის შვილი და 44 წლის მამაკაცი არიან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნიღბიანი პირები 29 მარტის გვიან ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 71 წლის პირს სახლში თავს დაესხნენ, მასზე ფიზიკურად იძალადეს და 8,2 ათასი ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ სამივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავეს - პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია თანხა, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0