https://sputnik-georgia.com/20260401/108-piri-narkodanashulistvis-daakaves-297909325.html
ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 108 პირი დააკავეს
ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 108 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
პოლიციის მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი 01.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-01T15:17+0400
2026-04-01T15:17+0400
2026-04-01T15:17+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. შსს-ს ცნობით, დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ ბრალი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, რეალიზაციაში, რეალიზაციის ხელშეწყობასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში ედებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული - საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში დაკავებულნი არიან ის ნარკოდამნაშავეებიც, რომლებიც უცხოეთიდან ამანათებით, შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ.უწყების ცნობით, ასევე აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების მცდელობის მორიგი მასშტაბური ფაქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. კერძოდ, დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმერეთისა და აჭარის რეგიონებში შემდგომი რეალიზაციის მიზნით 600-ზე მეტ ლოკაციაზე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განათავსა. ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია კონკრეტული ადგილების ფოტოსურათები, შესაბამისი აღმნიშვნელებითა და ადგილმდებარეობით. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-260-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 108 პირი დააკავეს
პოლიციის მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შსს-ს ცნობით, დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ ბრალი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, რეალიზაციაში, რეალიზაციის ხელშეწყობასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული - საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში დაკავებულნი არიან ის ნარკოდამნაშავეებიც, რომლებიც უცხოეთიდან ამანათებით, შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ.
უწყების ცნობით, ასევე აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების მცდელობის მორიგი მასშტაბური ფაქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
კერძოდ, დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმერეთისა და აჭარის რეგიონებში შემდგომი რეალიზაციის მიზნით 600-ზე მეტ ლოკაციაზე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განათავსა. ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია კონკრეტული ადგილების ფოტოსურათები, შესაბამისი აღმნიშვნელებითა და ადგილმდებარეობით.
სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“, ,,მეთადონი", „ალფა-პვპ“, ,,მდმა", „ბუპრენორფინი“ და „კლეფედრონი“.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-260-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.