https://sputnik-georgia.com/20260331/shss-didi-odenobit-narkotiki-gaanadgura-297887603.html
შსს-მ ნახევარ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შსს-მ ნახევარ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
Sputnik საქართველო
განადგურებული ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე თითქმის 20 მლნ ლარს შეადგენს. 31.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-31T14:22+0400
2026-03-31T14:22+0400
2026-03-31T14:22+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/09/296124470_0:244:2048:1396_1920x0_80_0_0_9b166ed5a2dd4302ef6637b739917e4e.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კგ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, განაცხადა შსს-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა თენგიზ სისაურმა. უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 19 მლნ ლარს აღემატება. „აღნიშნული ნივთიერებები სხვადასხვა დროს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არის ამოღებული და მათი საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება. პროცესი მაღალტემპერატურულ ღუმელში გარემოსდაცვითი სტანდარტის სრული დაცვით განხორციელდა", - განაცხადა თენგიზ სისაურმა. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, სპეციალურად მოწყობილ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში ინახება, სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო განაჩენის დადგომის შემდეგ კი ნადგურდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/09/296124470_161:0:2048:1415_1920x0_80_0_0_e457d972da0567bcb36a402a570a77af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
შსს-მ ნახევარ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
განადგურებული ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე თითქმის 20 მლნ ლარს შეადგენს.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კგ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, განაცხადა შსს-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა თენგიზ სისაურმა.
უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 19 მლნ ლარს აღემატება.
კერძოდ, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაანადგურეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის "კოკაინი", "ჰეროინი", "მეთადონი", "მდმა", "ალფა-პვპ", "კეტამინი", "ამფეტამინი", "კანაფი" და "მარიხუანა". ასევე განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
„აღნიშნული ნივთიერებები სხვადასხვა დროს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არის ამოღებული და მათი საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება. პროცესი მაღალტემპერატურულ ღუმელში გარემოსდაცვითი სტანდარტის სრული დაცვით განხორციელდა", - განაცხადა თენგიზ სისაურმა.
არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, სპეციალურად მოწყობილ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში ინახება, სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო განაჩენის დადგომის შემდეგ კი ნადგურდება.