https://sputnik-georgia.com/20260331/narkodanashaulistvis-turqmenetis-moqalaqe-daakaves-297884602.html
პოლიციამ 1კგ-ზე მეტი ნარკოტიკი აოიღო: დაკავებულია თურქმენეთის მოქალაქე
პოლიციამ 1კგ-ზე მეტი ნარკოტიკი აოიღო: დაკავებულია თურქმენეთის მოქალაქე
Sputnik საქართველო
39 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 31.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-31T13:29+0400
2026-03-31T13:29+0400
2026-03-31T13:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქმენეთის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 39 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას 1 კგ-ზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ე.წ. დადების მეთოდით გეგმავდა. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
პოლიციამ 1კგ-ზე მეტი ნარკოტიკი აოიღო: დაკავებულია თურქმენეთის მოქალაქე
39 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქმენეთის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
39 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას 1 კგ-ზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ე.წ. დადების მეთოდით გეგმავდა.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.