თანასოფლელის სახლის ძარცვის მცდელობის ფაქტზე კახეთში 3 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2026
გამოწერა
დანაშაული 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ძარცვის მცდელობის ბრალდებით 3 პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შენიღბულმა ბრალდებულებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში თანასოფლელის საცხოვრებელ სახლში თანხის მითვისების მიზნით ფარულად შეაღწიეს, თუმცა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს და ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 19-20 წლის ახალგაზრდები ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0