https://sputnik-georgia.com/20260330/neonacisturi-dajgufebis-wevrebi-daakaves-297873792.html
ნეონაცისტური დაჯგუფება საქართველოში: დაკავებული კიდევ 13 პირი
ნეონაცისტური დაჯგუფება საქართველოში: დაკავებული კიდევ 13 პირი
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. 30.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-30T15:13+0400
2026-03-30T15:13+0400
2026-03-30T15:18+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. პოლიციამ თბილისში სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავა, განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე. სირაძის განცხადებით, დაკავებულები, რომელთა შორის 7 არასრულწლოვანია, განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. გარდა ამისა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანალოგიური დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ კიდევ 4 პირს, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დამატებით ბრალი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინებათ. როგორც სირაძემ აღნიშნა, სამართალდამცველების მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. ცნობადობის მოხვეჭის, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისა და ნეონაცისტური ქსელის წარმომადგენლების გავლენების გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი საგნის გამოყენებით, მათ შორის ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე. განსაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა. გარდა ამისა, მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების დროს რადიკალური დაჯგუფების წევრები მათ ძარცვავდნენ და გარკვეული რაოდენობის თანხებს სძალავდნენ. ამასთან მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, წამების, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმაზე მიზანმიმართულად აქვეყნებდნენ. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი ცეცხლსასროლი, ხმოვანი და ცივი იარაღები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, მობილური ტელეფონები, ნიღბები და სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 144-ე პრიმა, 225-ე, 178-ე, 181-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ წამებას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას, ძალადობის ორგანიზებას, ძარცვასა და გამოძალვას გულისხმობს – დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების რამდენიმე ლიდერი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად ასევე დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების კიდევ 24 წევრი. თბილისში მოქმედი ფაშისტური ჯგუფი პირველად 2025 წლის ზაფხულში გამოჩნდა, როდესაც პოლიციამ 15 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ცხრა ადამიანი დააკავა, მათ შორის შვიდი მოსწავლე
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ნეონაცისტური დაჯგუფება საქართველოში: დაკავებული კიდევ 13 პირი
15:13 30.03.2026 (განახლებულია: 15:18 30.03.2026) შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. პოლიციამ თბილისში სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავა, განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე.
სირაძის განცხადებით, დაკავებულები, რომელთა შორის 7 არასრულწლოვანია, განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე.
გარდა ამისა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანალოგიური დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ კიდევ 4 პირს, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დამატებით ბრალი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინებათ.
როგორც სირაძემ აღნიშნა, სამართალდამცველების მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით.
ცნობადობის მოხვეჭის, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისა და ნეონაცისტური ქსელის წარმომადგენლების გავლენების გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი საგნის გამოყენებით, მათ შორის ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე. განსაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა.
გარდა ამისა, მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების დროს რადიკალური დაჯგუფების წევრები მათ ძარცვავდნენ და გარკვეული რაოდენობის თანხებს სძალავდნენ. ამასთან მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, წამების, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმაზე მიზანმიმართულად აქვეყნებდნენ.
„აღსანიშნავია, რომ ინტერესთა კონფლიქტისა და უთანხმოების საფუძველზე, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები ერთმანეთსაც სასტიკად უსწორდებოდნენ, რაც დასტურდება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათამდე პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი“, - განაცხადა სირაძემ.
ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი ცეცხლსასროლი, ხმოვანი და ცივი იარაღები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, მობილური ტელეფონები, ნიღბები და სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 144-ე პრიმა, 225-ე, 178-ე, 181-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ წამებას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას, ძალადობის ორგანიზებას, ძარცვასა და გამოძალვას გულისხმობს – დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების რამდენიმე ლიდერი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად ასევე დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების კიდევ 24 წევრი.
თბილისში მოქმედი ფაშისტური ჯგუფი პირველად 2025 წლის ზაფხულში გამოჩნდა, როდესაც პოლიციამ 15 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ცხრა ადამიანი დააკავა, მათ შორის შვიდი მოსწავლე