ნარკოპოლიტიკა საქართველოში: რამდენი ჯარიმა გამოიწერა საქართველოში?

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2026
გამოწერა
ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა შსს-ის პრიორიტეტია
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის 17 თებერვლის ჩათვლით პერიოდში პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და მათი პირადი მიზნით შენახვისთვის 4.661 ჯარიმა გამოწერა.
ჯარიმების საერთო რაოდენობიდან 1,803 მარიხუანის მოხმარება- შენახვაზე გამოიწერა, ხოლო 2,858 - სხვა ნარკოტიკული საშუალებების შენახვას-მოხმარებაზე.
დეკრიმინალიზაცია და არა ლეგალიზაცია
საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია კანონით მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო მისი შეძენა და შენახვა, მათ შორის პირადი მიზნებისთვის, ასევე მისი მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.
შსს-ის მონაცემებით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში მარიხუანას მოხმარებისთვის 258 პირი დაჯარიმდა. მარიხუანას არასათანადო ადგილას ან ბავშვების თვალწინ მოხმარების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, რაომელზეც მოდის შემთხვევების ნახევარი.
რაც შეეხება მარიხუანას შენახვის ფაქტებს, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 1,788 ათასი შემთხვევა - ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონებში დაფიქსირდა.
ნარკოტიკული მცენარის შენახვისთვის დაჯარიმებული დაახლოებით 1,788 ათასი პირიდან 10 ქალია. საანგარიშო პერიოდში მარიხუანას შენახვაზე ასევე დაჯარიმდა 1 არასრულწლოვანი და 60 წელს ზემოთ 22 პირი.
სხვა ნარკოტიკები აკრძალულია
საქართველოში მკაცრი პოლიტიკა მოქმედებს სხვა ნარკოტიკებთან მიმართებაშიც. ნარკოტიკების მოხმარება, ისევე როგორც უკანონო შენახვა, ითვალისწინებს ჯარიმას ან გამონაკლისის სახით ადმინისტრაციულ სასჯელს.
რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, ნარკოტიკის განმეორებით მოხმარება ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საანგარიშო პერიოდში სამართალდამცველებმა გამოავლინეს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და პირადი მიზნებისთვის მისი მომზადება-შენახვა-გადაზიდვის 2.858 შემთხვევა - მათი უმეტესობა თბილისზე მოდის. დაჯარიმებულთა შორის 50 ქალი, ორი არასრულწლოვანი და 60 წელს ზემოთ 60 პირია.
ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა შსს-ის პრიორიტეტია. მხოლოდ 2026 წლის იანვარში, მსგავსი დანაშაულებისთვის 756 პირი იქნა პასუხისგებაში მიცემული, რომელთაგან 536-ს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ხოლი 38-ს ნარკოტიკების რეალიზაცია ედება ბრალად.
ყველა ახალი ამბავი
0