https://sputnik-georgia.com/20260328/samartaldamcvelebma-narkodanasaulis-braldebit-9-piri-daakaves-297843509.html
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 28.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-28T15:02+0400
2026-03-28T15:02+0400
2026-03-28T15:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350162_0:11:2738:1551_1920x0_80_0_0_123c476351731261a31988e256166712.jpg
თბილისი, 28 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში, ქვემო ქართლში, თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უყწების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ასევე წარსულში ნასამართლევი პირები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: "მეფედრონი", ,,მეთადონი", "ბუპრენორფინი", "მორფინი", "კოდეინი", "თებაინი", "ჰეროინი", "ალფა-პვპ", "კოკაინი" და "მარიხუანა". ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. გამოძიება საქარათველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350162_327:0:2411:1563_1920x0_80_0_0_ec789d8ed7a2e066d6c0406f21e47144.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში, ქვემო ქართლში, თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უყწების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ასევე წარსულში ნასამართლევი პირები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: "მეფედრონი", ,,მეთადონი", "ბუპრენორფინი", "მორფინი", "კოდეინი", "თებაინი", "ჰეროინი", "ალფა-პვპ", "კოკაინი" და "მარიხუანა".
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება საქარათველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.