https://sputnik-georgia.com/20260328/dedamiwis-saati-tbilisi-msoflio-kampanias-uertdeba-297845626.html
დედამიწის საათი: თბილისი მსოფლიო კამპანიას უერთდება
დედამიწის საათი: თბილისი მსოფლიო კამპანიას უერთდება
Sputnik საქართველო
სიმბოლური კამპანია ადამიანებს ბუნების დაცვის მნიშვნელობას შეახსენებს 28.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-28T16:39+0400
2026-03-28T16:39+0400
2026-03-28T16:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისი დღეს
საქართველოს მთავრობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23534/87/235348725_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_c116c18e35951fa00e87d1ebfdfd82db.jpg
თბილისი, 28 მარტი - Sputnik. თითოეულ ჩვენგანს სიღრმისეულად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ აუცილებელია ყოველდღიურად ვიმოქმედოთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა. დღეს, 28 მარტს "დედმიწის საათი" (Earth Hour) აღინიშნება. "დედამიწის საათი" - ყოველწლიური საერთაშორისო ეკოლოგიური აქციაა, რომელიც ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით მარტის ბოლო ან ბოლოსწინა შაბათს იმართება. ეს აქცია შეახსენებს ყველას ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ. გლობალური გარემოსდაცვითი ინიციატივა უკვე 20 წელია ტარდება. მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, საქართველოც შეუერთდება ღონისძიებას და თბილისის დროით საღამოს 20:30 საათიდან 21:30 საათამდე სამთავრობო შენობების, ტელეანძისა და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების განათება გაითიშება.როგორც მინისტრმა განაცხადა, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებისკენ არის მიმართული, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა დღევანდელი დღისა და მომავლისთვის. დაცული გარემო ჩვენი უსაფრთხო მომავლის პირობაა ორგანიზატორები მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მოუწოდებენ, აქციის მსვლელობისას ერთი საათით გამორთონ დენი და საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობები და ამით გააღვივონ ინტერესი კლიმატური ცვლილებების, ბუნების დაბინძურების და სხვა ეკოლოგიური თემების მიმართ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23534/87/235348725_111:0:1890:1334_1920x0_80_0_0_926075e9c85682464a4d5dbd40458078.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, თბილისი დღეს, საქართველოს მთავრობა , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, თბილისი დღეს, საქართველოს მთავრობა , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დედამიწის საათი: თბილისი მსოფლიო კამპანიას უერთდება
სიმბოლური კამპანია ადამიანებს ბუნების დაცვის მნიშვნელობას შეახსენებს
თბილისი, 28 მარტი - Sputnik. თითოეულ ჩვენგანს სიღრმისეულად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ აუცილებელია ყოველდღიურად ვიმოქმედოთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
დღეს, 28 მარტს "დედმიწის საათი" (Earth Hour) აღინიშნება. "დედამიწის საათი" - ყოველწლიური საერთაშორისო ეკოლოგიური აქციაა, რომელიც ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით მარტის ბოლო ან ბოლოსწინა შაბათს იმართება. ეს აქცია შეახსენებს ყველას ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ. გლობალური გარემოსდაცვითი ინიციატივა უკვე 20 წელია ტარდება.
მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, საქართველოც შეუერთდება ღონისძიებას და თბილისის დროით საღამოს 20:30 საათიდან 21:30 საათამდე სამთავრობო შენობების, ტელეანძისა და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების განათება გაითიშება.
"ამ ინიციატივის მიზანი კლიმატის ცვლილების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს, რაც სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. ინიციატივის ფარგლებში, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი და ასობით ქვეყანა ერთიანდება სიმბოლური აქტის გარშემო - ერთი საათით უარს ვამბობთ ელექტროენერგიის გამოყენებაზე", - აღნიშნა სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებისკენ არის მიმართული, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა დღევანდელი დღისა და მომავლისთვის. დაცული გარემო ჩვენი უსაფრთხო მომავლის პირობაა
ორგანიზატორები მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მოუწოდებენ, აქციის მსვლელობისას ერთი საათით გამორთონ დენი და საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობები და ამით გააღვივონ ინტერესი კლიმატური ცვლილებების, ბუნების დაბინძურების და სხვა ეკოლოგიური თემების მიმართ.