https://sputnik-georgia.com/20260327/swrafi-caricxvis-aparatebsi-yalbi-kupiurebi-moatavses-dakavebulia-3-piri-297827509.html
"სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი კუპიურები მოათავსეს": დაკავებულია 3 პირი
"სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი კუპიურები მოათავსეს": დაკავებულია 3 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 27.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-27T12:35+0400
2026-03-27T12:35+0400
2026-03-27T12:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251654822_0:50:3000:1738_1920x0_80_0_0_c852bddd33854c2f94dc84d94a2453ee.jpg
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკი 28-დან 42 წლამდეა, ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი პირია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ყალბი კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251654822_332:0:3000:2001_1920x0_80_0_0_83fad05e7d185f4faaa04d707e5d5c4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
"სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი კუპიურები მოათავსეს": დაკავებულია 3 პირი
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკი 28-დან 42 წლამდეა, ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი პირია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსეს.
"ყალბი კუპიურები აპარატების მიერ აღქმული იქნა რეალურ ფულად თანხად, რის შედეგადაც ბრალდებულების მიერ მითითებულ სხვადასხვა ანგარიშზე 8 ათასამდე ლარი აისახა, ყალბი კუპიურების ნაწილის ანგარიშებზე ასახვა კი დაკავებულებმა ვერ განახორციელეს", - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ყალბი კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.