https://sputnik-georgia.com/20260327/narkotikebs-ucvxoetidan-amanatebit-irebdnen-dakavebulia-5-piri-297837878.html
ნარკოტიკებს უცოხეთიდან ამანათებით იღებდნენ: დაკავებულია 5 პირი
ნარკოტიკებს უცოხეთიდან ამანათებით იღებდნენ: დაკავებულია 5 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 27.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-27T22:12+0400
2026-03-27T22:12+0400
2026-03-27T22:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24044/42/240444221_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_91407e8eeaeeabb1103751c0c7364ed2.jpg
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვაში, შეძენა-შენახვის მცდელობასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ედებათ. მათ შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის, ყირგიზეთისა და უკრაინის მოქალაქეები. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მათთვის უცხოეთიდან ამანათებით შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ. პოლიციამ ამანათებიდან, ასევე ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: 311 აბი "მდმა", 9 კგ-მდე "მეფედრონი", 2 კგ-ზე მეტი "მეთადონი", 4 კგ-მდე "ჰაშიში", 1,5 კგ-მდე "კლეფედრონი", "მარიხუანა", ფსიქოტროპულ ნივთიერება "კეტამინისა" და ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ-ს" ნაზავი. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24044/42/240444221_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_2babedf4fcc0ebef04da00245118fa5f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ნარკოტიკებს უცოხეთიდან ამანათებით იღებდნენ: დაკავებულია 5 პირი
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვაში, შეძენა-შენახვის მცდელობასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ედებათ. მათ შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის, ყირგიზეთისა და უკრაინის მოქალაქეები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მათთვის უცხოეთიდან ამანათებით შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ.
პოლიციამ ამანათებიდან, ასევე ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: 311 აბი "მდმა", 9 კგ-მდე "მეფედრონი", 2 კგ-ზე მეტი "მეთადონი", 4 კგ-მდე "ჰაშიში", 1,5 კგ-მდე "კლეფედრონი", "მარიხუანა", ფსიქოტროპულ ნივთიერება "კეტამინისა" და ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ-ს" ნაზავი.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.