https://sputnik-georgia.com/20260327/16-sabavsvo-baris-mseneblobistvis-gamoyofili-tanxidan-5-mln-laramde-moipares-297836650.html
16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხიდან 5 მლნ ლარამდე მოიპარეს
16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხიდან 5 მლნ ლარამდე მოიპარეს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, 16-დან არცერთი საბავშვო ბაღი დღემდე ჩაბარებული არ არის. 27.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-27T20:49+0400
2026-03-27T20:49+0400
2026-03-27T20:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის 4 პირი დაკავებულია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, სამსახურებრივ გულგრილობასა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2025 წლებში 9 ტენდერის ფარგლებში "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა" და სამშენებლო კომპანია "მშენჯგუფს" შორის გაფორმდა ხელშეკრულებები ხელვაჩაურის, ქედის, ნინოწმინდის, წალენჯიხის, ხობის, ლაგოდეხისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, საერთო ჯამში 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციის თაობაზე. იმავე პერიოდში ბრალდებულებმა შეიმუშავეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის გეგმა და მითვისებულ თანხას სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდნენ როგორც პირად, ასევე მათ მიერ დაარსებული სხვა კომპანიებისა და მათთან დაახლოებული პირების საბანკო ანგარიშებზე. მათ 4 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ათეულობით უძრავი ქონება და კომპანია შეიძინეს, რომლის ნაწილი გადამალვის მიზნით გადაფორმდა სხვადასხვა კერძო და იურიდიული პირის სახელზე. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" ცალკეულმა ხელმძღვანელმა პირებმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები. კერძოდ, "მშენჯგუფმა" დაუსაბუთებლად წერილობით 15-ჯერ მოითხოვა თანხა ავანსის სახით სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით. "მოხელეებისთვის ცნობილი იყო, რომ "მშენჯგუფი" ჯეროვნად არ ასრულებდა არცერთი ტენდერით გათვალისწინებულ ვალდებულებას, თუმცა გულგრილად მოეკიდნენ თავიანთ მოვალეობებს და ყოველ ჯერზე გასცეს ნებართვა კომპანიისთვის ავანსის თანხის სრულად ჩარიცხვაზე, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგი გამოიწვია", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. უწყების ცნობით, 16 საბავშვო ბაღიდან 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები არც კი დაწყებულა, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რის გამოც 16-დან არცერთი საბავშვო ბაღი დღემდე ჩაბარებული არ არის. ამასთან, აღნიშნული სამუშაოების საინჟინრო ზედამხედველობა დავალებული ჰქონდა ერთ-ერთ კერძო საექსპერტო კომპანიას. მიუხედავად იმისა რიგ შემთხვევებში შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული მონაცემები არ შეესაბამებოდა რეალობას, მათ მაინც დაადასტურეს აღნიშნული მონაცემები, რის შედეგადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არამართლზომიერად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ სახსრებს. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელ პირებს და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს, ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელ პირებს ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდება წარედგინათ კერძო კომპანიის ზედამხედველ ექსპერტებს ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეძენილი ქონებები დაყადაღებულია და დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების თუ საჯარო მოხელეების გამოსავლენად საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხიდან 5 მლნ ლარამდე მოიპარეს
უწყების ცნობით, 16-დან არცერთი საბავშვო ბაღი დღემდე ჩაბარებული არ არის.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის 4 პირი დაკავებულია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, სამსახურებრივ გულგრილობასა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2025 წლებში 9 ტენდერის ფარგლებში "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა" და სამშენებლო კომპანია "მშენჯგუფს" შორის გაფორმდა ხელშეკრულებები ხელვაჩაურის, ქედის, ნინოწმინდის, წალენჯიხის, ხობის, ლაგოდეხისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, საერთო ჯამში 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციის თაობაზე.
"აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად "მშენჯგუფს" საერთო ჯამში 18,6 მლნ ლარი ჩაერიცხა, საიდანაც 4,7 მლნ ლარი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მიითვისეს ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა", - ნათქვამია განცხადებაში.
იმავე პერიოდში ბრალდებულებმა შეიმუშავეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის გეგმა და მითვისებულ თანხას სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდნენ როგორც პირად, ასევე მათ მიერ დაარსებული სხვა კომპანიებისა და მათთან დაახლოებული პირების საბანკო ანგარიშებზე.
მათ 4 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ათეულობით უძრავი ქონება და კომპანია შეიძინეს, რომლის ნაწილი გადამალვის მიზნით გადაფორმდა სხვადასხვა კერძო და იურიდიული პირის სახელზე.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" ცალკეულმა ხელმძღვანელმა პირებმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები.
კერძოდ, "მშენჯგუფმა" დაუსაბუთებლად წერილობით 15-ჯერ მოითხოვა თანხა ავანსის სახით სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით.
"მოხელეებისთვის ცნობილი იყო, რომ "მშენჯგუფი" ჯეროვნად არ ასრულებდა არცერთი ტენდერით გათვალისწინებულ ვალდებულებას, თუმცა გულგრილად მოეკიდნენ თავიანთ მოვალეობებს და ყოველ ჯერზე გასცეს ნებართვა კომპანიისთვის ავანსის თანხის სრულად ჩარიცხვაზე, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგი გამოიწვია", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, 16 საბავშვო ბაღიდან 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები არც კი დაწყებულა, ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რის გამოც 16-დან არცერთი საბავშვო ბაღი დღემდე ჩაბარებული არ არის.
ამასთან, აღნიშნული სამუშაოების საინჟინრო ზედამხედველობა დავალებული ჰქონდა ერთ-ერთ კერძო საექსპერტო კომპანიას. მიუხედავად იმისა რიგ შემთხვევებში შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული მონაცემები არ შეესაბამებოდა რეალობას, მათ მაინც დაადასტურეს აღნიშნული მონაცემები, რის შედეგადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არამართლზომიერად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ სახსრებს.
სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელ პირებს და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს, ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელ პირებს ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდება წარედგინათ კერძო კომპანიის ზედამხედველ ექსპერტებს ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეძენილი ქონებები დაყადაღებულია და დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების თუ საჯარო მოხელეების გამოსავლენად საქმეზე გამოძიება გრძელდება.