თბილისსა და ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2026
გამოწერა
დანაშული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და ბათუმში ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ორგანიზებულად მოქმედებდნენ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ე.წ. დადების მეთოდით რეალიზაციას ცდილობდნენ.
სამართალდამცველებმა ბათუმში ერთ-ერთი ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დაკავებულების მიერ ჯგუფურად უკანონოდ შეძენილი და შემდგომი რეალიზაციის მიზნით 1544 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, „ალფა-პვპ", „კლეფედრონი" , „მეტამფეტამინი", „მდმ-ა" და „მარიხუანა".
თბილისში ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ლოკაციიდან ამოღებულია მათ მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი". ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0