https://sputnik-georgia.com/20260326/qartuli-rvinis-kompaniebi-cinetsi-saertasoriso-gamofenaze-wardgnen-297807731.html
ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ
ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ
Sputnik საქართველო
გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, მიაჩნიათ ღვინის ეროვნულ სააგენტოში. 26.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-26T12:58+0400
2026-03-26T12:58+0400
2026-03-26T12:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/11/262949577_189:522:968:960_1920x0_80_0_0_db5a713f656ed89dd41f5775aa39f99a.jpg
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი ექვსი კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამართულ გამოფენაში Fine Wine Hotel Exhibition მონაწილეობდა, ნათვქამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი უძღვებოდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 8 კომპანიის ღვინოები. გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში, ქალაქ ჩენგდუში, ქართული ღვინო ასევე წარმოდგენილი იქნება მასშტაბურ გამოფენაზე China Food & Drinks Fair და ქართული ღვინის სემინარზე Fine WineCR. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთში მონაწილეობას იღებენ ისეთ მასშტაბურ გამოფენებზე, როგორიცაა Fine Wine Hotel Exhibition, The China Food & Drinks Fair, RAW Wine Shanghai, Shanghai International Wine Challenge (SIWC), Interwine China და სხვა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/11/262949577_253:514:848:960_1920x0_80_0_0_937dfce2c9707ad50d91b607214210f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ
გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, მიაჩნიათ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი ექვსი კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამართულ გამოფენაში Fine Wine Hotel Exhibition მონაწილეობდა, ნათვქამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი უძღვებოდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 8 კომპანიის ღვინოები.
"ღონისძიებას 100-მდე სტუმარი, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის", - აღნიშულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში, ქალაქ ჩენგდუში, ქართული ღვინო ასევე წარმოდგენილი იქნება მასშტაბურ გამოფენაზე China Food & Drinks Fair და ქართული ღვინის სემინარზე Fine WineCR.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთში მონაწილეობას იღებენ ისეთ მასშტაბურ გამოფენებზე, როგორიცაა Fine Wine Hotel Exhibition, The China Food & Drinks Fair, RAW Wine Shanghai, Shanghai International Wine Challenge (SIWC), Interwine China და სხვა.