https://sputnik-georgia.com/20260325/saqartvelo-laifcigis-wignis-bazrobaze-wardga-297802668.html
საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგა
საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგა
Sputnik საქართველო
ლაიფციგის წიგნის ბაზრობა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ქართული ლიტერატურის წარსადგენად, აღნიშნა მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ. 25.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-25T21:46+0400
2026-03-25T21:46+0400
2026-03-25T21:46+0400
საქართველო
გერმანია
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23531/14/235311419_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_479d06736eb2026959622915e5f11df4.jpg
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. საქართველოს მწერალთა სახლი ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და 70-მდე გამოცემით წარდგა, ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ლაიფციგის წიგნის ბაზრობა არის მეორე უდიდესი წიგნის ბაზრობა ფრანკფურტის შემდეგ და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოფენაა ლაიფციგში. ფრანკფურტისგან განსხვავებით, ეს გამოფენა პოზიციონირებულია, როგორც მსოფლიო ლიტერატურული სალონი უამრავი სხვადასხვა ღონისძიებით, საღამოებითა და აქციებით.მწერალთა სახლის ლიტერატურული პროგრამა მოიცავდა გერმანულ ენაზე თარგმნილი ქართველი ავტორების წიგნების წარდგენას, თარგმანების პრეზენტაციებსა და დისკუსიებს, შეხვედრებს ქართველ ავტორებთან, სამუშაო შეხვედრებს საერთაშორისო ბაზრობის მონაწილე გამომცემლებთან და მწერალთა სახლის საგრანტო და სარეზიდენციო პროგრამების წარდგენას.ლაიფციგში საქართველოს მწერალთა სახლის დელეგაცია პოეტების, პროზაიკოსების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.მწერალთა სახლის დირექტორის ქეთევან დუმბაძის განცხადებით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ქართული ლიტერატურის წარსადგენად.საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე 2012 წლიდან არის წარმოდგენილი - წიგნის ბაზრობაზე, რომელიც წელს 19-22 მარტს გაიმართა, მწერალთა სახლმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიიღო მონაწილეობა.ლაიფციგის წიგნის ბაზრობა მე-17 საუკუნეში გაჩნდა და უკვე მე-18 საუკუნეში ლაიფციგი გერმანიაში წიგნით ვაჭრობის ცენტრად იქცა. მას მერე გამომცემლები გერმანიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან გამოფენაზე წარადგენენ სხვადასხვა სახის ლიტერატურას, სასკოლო სახელმძღვანელოებს, გაზეთებსა და ჟურნალებს, კალენდრებს, მხატვრულ ალბომებსა და აუდიო წიგნებს.გამოფენის სტუმრებს შეუძლიათ არა მხოლოდ შეიძინონ წიგნები და ნაბეჭდი მასალები, არამედ დაესწრონ ლექციებს, დისკუსიებს, შეხვდნენ მწერლებს, ნახონ საუკეთესო გამომცემლებისა და ავტორების დაჯილდოების ცერემონია. ყოველწლიურად ეს ღონისძიება მხატვრული სიტყვის ათიათასობით თაყვანისმცემელს აერთიანებს.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23531/14/235311419_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_0b8802521e99ae33b80a686c4ff84c60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგა
ლაიფციგის წიგნის ბაზრობა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ქართული ლიტერატურის წარსადგენად, აღნიშნა მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ.
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. საქართველოს მწერალთა სახლი ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და 70-მდე გამოცემით წარდგა, ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლაიფციგის წიგნის ბაზრობა არის მეორე უდიდესი წიგნის ბაზრობა ფრანკფურტის შემდეგ და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოფენაა ლაიფციგში. ფრანკფურტისგან განსხვავებით, ეს გამოფენა პოზიციონირებულია, როგორც მსოფლიო ლიტერატურული სალონი უამრავი სხვადასხვა ღონისძიებით, საღამოებითა და აქციებით.
მწერალთა სახლის ლიტერატურული პროგრამა მოიცავდა გერმანულ ენაზე თარგმნილი ქართველი ავტორების წიგნების წარდგენას, თარგმანების პრეზენტაციებსა და დისკუსიებს, შეხვედრებს ქართველ ავტორებთან, სამუშაო შეხვედრებს საერთაშორისო ბაზრობის მონაწილე გამომცემლებთან და მწერალთა სახლის საგრანტო და სარეზიდენციო პროგრამების წარდგენას.
ლაიფციგში საქართველოს მწერალთა სახლის დელეგაცია პოეტების, პროზაიკოსების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
მწერალთა სახლის დირექტორის ქეთევან დუმბაძის განცხადებით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ქართული ლიტერატურის წარსადგენად.
„ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე მწერალთა სახლი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პროგრამითა და გამოცემებით წარდგა. საოცარი ინტერესი იყო ქართული სტენდის მიმართ − ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ქართველი მწერლებით. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რათა დავამყაროთ კონტაქტები საერთაშორისო აუდიტორიასთან. ბაზრობის შედეგად დაიგეგმა ახალი თანამშრომლობები და გაიზარდა ინტერესი ჩვენი ავტორების თარგმნის მიმართ“, - აღნიშნა დუმბაძემ.
საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე 2012 წლიდან არის წარმოდგენილი - წიგნის ბაზრობაზე, რომელიც წელს 19-22 მარტს გაიმართა, მწერალთა სახლმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიიღო მონაწილეობა.
ლაიფციგის წიგნის ბაზრობა მე-17 საუკუნეში გაჩნდა და უკვე მე-18 საუკუნეში ლაიფციგი გერმანიაში წიგნით ვაჭრობის ცენტრად იქცა. მას მერე გამომცემლები გერმანიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან გამოფენაზე წარადგენენ სხვადასხვა სახის ლიტერატურას, სასკოლო სახელმძღვანელოებს, გაზეთებსა და ჟურნალებს, კალენდრებს, მხატვრულ ალბომებსა და აუდიო წიგნებს.
გამოფენის სტუმრებს შეუძლიათ არა მხოლოდ შეიძინონ წიგნები და ნაბეჭდი მასალები, არამედ დაესწრონ ლექციებს, დისკუსიებს, შეხვდნენ მწერლებს, ნახონ საუკეთესო გამომცემლებისა და ავტორების დაჯილდოების ცერემონია. ყოველწლიურად ეს ღონისძიება მხატვრული სიტყვის ათიათასობით თაყვანისმცემელს აერთიანებს.