https://sputnik-georgia.com/20260325/saqartvelo-da-chineti-sportul-akvshirebs-amkarebs-297803396.html
თანამშრომლობის ახალი ეტაპი: საქართველო და ჩინეთი სპორტულ კავშირებს ამყარებენ
თანამშრომლობის ახალი ეტაპი: საქართველო და ჩინეთი სპორტულ კავშირებს ამყარებენ
Sputnik საქართველო
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სპორტული საწვრთნელი შეკრებების ჩატარებას და საერთაშორისო შეჯიბრებებში თანამშრომლობის გაძლიერებას 25.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-25T22:25+0400
2026-03-25T22:25+0400
2026-03-25T22:25+0400
საქართველო
ჩინეთი
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/19/297799656_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_aa1a5f69e2dcbc9748e8cc395b4a9c69.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სპორტული კავშირების გაღრმავებას, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტრო.დოკუმენტს ხელი მოაწერეს ჩინეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და მისმა ჩინელმა კოლეგამ გაო ჭიდანმა. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სპორტული საწვრთნელი შეკრებების ჩატარებას, საერთაშორისო შეჯიბრებებში თანამშრომლობის გაძლიერებას და ორივე ქვეყნის სპორტულ ორგანიზაციებსა და ასოციაციებს შორის მჭიდრო კავშირების განვითარებას.„ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა განვითარებული სპორტული ინფრასტრუქტურით, სპორტული განათლების მაღალი დონით და გამორჩეული სპორტული მიღწევებით. ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან სპორტის სფეროში მჭიდრო კავშირების ქონა“, - განაცხადა გოგოლაძემ.სპორტის მინისტრების სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე, ჩინეთისა და საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.საქართველო და ჩინეთიჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მლრდდოლარს გადააჭარბა, რაც 20,7%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ მთელი რიგი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/19/297799656_49:0:1972:1442_1920x0_80_0_0_0d81ae20b2b50c0bec672c363ddaabf7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
თანამშრომლობის ახალი ეტაპი: საქართველო და ჩინეთი სპორტულ კავშირებს ამყარებენ
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სპორტული საწვრთნელი შეკრებების ჩატარებას და საერთაშორისო შეჯიბრებებში თანამშრომლობის გაძლიერებას
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სპორტული კავშირების გაღრმავებას, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტრო.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ჩინეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და მისმა ჩინელმა კოლეგამ გაო ჭიდანმა. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სპორტული საწვრთნელი შეკრებების ჩატარებას, საერთაშორისო შეჯიბრებებში თანამშრომლობის გაძლიერებას და ორივე ქვეყნის სპორტულ ორგანიზაციებსა და ასოციაციებს შორის მჭიდრო კავშირების განვითარებას.
„ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა განვითარებული სპორტული ინფრასტრუქტურით, სპორტული განათლების მაღალი დონით და გამორჩეული სპორტული მიღწევებით. ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან სპორტის სფეროში მჭიდრო კავშირების ქონა“, - განაცხადა გოგოლაძემ.
სპორტის მინისტრების სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე, ჩინეთისა და საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.
ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მლრდდოლარს გადააჭარბა, რაც 20,7%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ მთელი რიგი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).