https://sputnik-georgia.com/20260325/potshi-qurdobis-braldebit-3-piri-daakaves-297787703.html
ფოთში ქურდობის ბრალდებით სამი ახალგაზრდა დააკავეს
ფოთში ქურდობის ბრალდებით სამი ახალგაზრდა დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. 25.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-25T13:47+0400
2026-03-25T13:47+0400
2026-03-25T13:47+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. სამეგრელოს პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკიც 24-დან 28 წლამდეა, ორი წარსულში ნასამართლევი პირია - მათგან ერთი ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფოთში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ელექტროტექნიკა და სხვადასხვა საოჯახო ნივთები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა მომხდარიდან მალევე დაადგინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს.პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ფოთში ქურდობის ბრალდებით სამი ახალგაზრდა დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. სამეგრელოს პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკიც 24-დან 28 წლამდეა, ორი წარსულში ნასამართლევი პირია - მათგან ერთი ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფოთში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ელექტროტექნიკა და სხვადასხვა საოჯახო ნივთები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა მომხდარიდან მალევე დაადგინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.